ლოზანის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა

15 აპრილი 2022

 

ლოზანის უნივერსიტეტი, შვეიცარია (The University of Lausanne in Lausanne, Switzerland) კავკასიის უნივერსიტეტთან და რამდენიმე ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, გიწვევთ საზაფხულო სკოლაში „Territorial Challenges and Opportunities for Multicultural Democracies“ მონაწილეობის მისაღებად.

 

საზაფხულო სკოლა გაიმართება 10-14 ივლისს, ლოპოტას ტბის გარშემო მდებარე სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტში (Lopota Lake & Resort Spa). ქართველ სტუდენტებთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ლოზანის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა გახლავთ უფასო. დაფინანსება ფარავს როგორც სასტუმროში განთავსების ხარჯებს, ასევე სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთამდე, და კახეთიდან თბილისში.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 გვერდისა) უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: sean.muller@unil.ch

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 მაისი.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს და/ან იხილოთ ფაილი1 ფაილი2.

გისურვებთ წარმატებას!