მიზანი

კურსის მიზანია მსმენელს მისცეს სიღრმისეული ცოდნა, რათა მან ექსელის პროგრამის საშუალებით შეძლოს ბიზნეს პროცესების, ფინანსური უწყისების ანალიზის, პროგნოზირების, სიმულაციების და რისკების ანალიზის მოდელირება, მოდელებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება და შედეგების კომუნიკაცია.
კურსი დაფუძნებულია ინტერაქტიულ მეთოდზე, ქეისების და სავარჯიშოების განხილვაზე, რეალურ მაგალითებზე და ამოცანებზე.

კურსის გავლის შემდეგ, მსემენელებს ექნებათ შესაძლებლობა Ms. Excel-ის გამოყენებით შექმნან და გამოიყენონ ფინანსური მოდელები, მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები და გაიმარტივონ სამუშაო პროცესი. მიღებული ცოდნა გაზრდის მათ კონტრიბუციას კომპანიებისადმი და გაზრდის პროფესიონალიზმის ხარისხს.

თემატიკა

• ფინანსური მოდელების მიმოხილვა, ნიმუშები. ექსელის ფუნქციების გამოყენების და მოდელირების პრინციპები;

• ფინანსური მოდელების შექმნა, აუდიტი, დიზაინი, დოკუმენტირება და კომუნიკაცია. ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები;

• ექსელის ფინანსური, მათემატიკური, ლოგიკური, სტატისტიკური, დროის, ძებნის, ტექსტური და ფინანსური მოდელირებისთვის საჭირო სხვა ფუნქციების სინტაქსი, გამოყენების პრინციპები და შესაძლებლობები;

• ოპტიმიზაციის, სენსიტიურობის ანალიზის ინსტრუმენტები, solver, goal seek, data table, scenario manager და მათი გამოყენება ფინანსურ მოდელებში;

• მონაცემთა ინტერპოლირების და ექსტრაპოლირების საშუალებები, პროგნოზირება (moving average, exponential smoothing, regressions);

• კომპლექსური ცხრილების დამუშავება, მონაცემთა ანალიზი, subtotals, pivot-tables, descriptive statistics, histograms;

• Developer-ის ინსტრუმენტები: Macros, Form Controls, ActiveX Controls. ექსელის Add-in ინსტრუმენტები და პროგრამები;

ტრენერი: ირაკლი ჯიბლაძე


მოდულის ღირებულება: 450 ლარი



საწყისი გვერდისაერთაშორისო ურთიერთობები