ტურიზმის მენეჯმენტის საგნების აღწერა

TR 3211 ტურიზმის შესავალი
„ტურიზმის შესავლის“ კურსში განხილულია მოგზაურობის ისტორია, ტურიზმის ინდუსტრიისა და ტურისტული ბიზნესის ჩამოყალიბების ძირითადი ეტაპები, ტურიზმის სტრუქტურა, სუბიექტები, ძირითადი ცნებები და ტერმინები; ტურიზმის სახეები, მიმართულებები და ტურიზმის ბიზნესის თანამედროვე პრაქტიკა; მსოფლიო ტურისტული რეგიონები; ტურიზმის ინდუსტრიის შემადგენელი სისტემების - ტურიზმის ორგანიზატორების (ტუროპერატორების, სააგენტოების) საქმიანობის, ტურისტული მომსახურების დარგების (განთავსებისა და კვების ინდუსტრიის, სატრანსპორტო გადაზიდვების, გართობის, შემეცნებისა და დასვენების ინდუსტრიის) თავისებურებებს, ტურისტულ ინფრასტრუქტურას; თანამედროვე ტურისტული მარკეტინგის ცალკეულ საკითხებს.


TR 3212 კულტურული ტურიზმის საფუძვლები
კულტურული ტურიზმის ცნებაში იგულისხმება ანთროპოგენულ ობიექტებზე ორიენტირებულ მოგზაურობას. კულტურული ტურიზმი ტურიზმის ყველაზე გავრცელებული სახეობაა და მასში მოდის ტურისტული ნაკადების 90%-ზე მეტი. კულტურული ტურისტული მარშრუტების ძირითადი ობიექტებია: მუზეუმები, გასართობი ცენტრები, არქიტექტურული ძეგლები, ისტორიული და ეთნოკულტურული ობიექტები და სხვა.


TR 3213 ექსკურსიათმცოდნეობა
კურსი მოიცავს: საექსკურსიო საქმის განვითარების ისტორიას, ექსკურსიის არსის ანალიზი ექსკურსიების სხვადასხვა სახეობებისა და ექსკურსიის დაგეგმვის პრინიპებს, ტურისტულ-საექსკურსიო საწარმოს საქმიანობის სახეებს, სტრუქტურას, საქმიანობის თავისებურებებს და მართვისა და ორგანიზაციის საკითხებს, ექსკურსიების მომსახურების მომწოდებლებს, ტურისტებისა და ექსკურსანტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესებს, საექსკურსიო ტურის მომზადების ტექნოლოგიას შიდა და გამსვლელი ტურიზმის ორგანიზების დროს, ექსკურსიების მენეჯერისადმი წაყენებული პროფესიულ მოთხოვნებს და სხვა. 


TR 4111 სასტუმროს მენეჯმენტი
კურსში განხილულია სასტუმროთა მართვის პრინციპები, სასტუმროთა თანამედროვე კლასიფიკაციების სისტემები და სისტემატიზაციის პრინციპები, სასტუმროების ძირითადი სამსახურების მართვა, სასტუმროს საკუთრების მართვის სისტემები, სასტუმროს გარე და შიდა სამსახურების მართვა, სასტუმროთა მუშაობის ეფექტურობის შეფასების წესები, ინფორმაციის მოპოვებისა და მართვის პრინციპები. აქვე განხილული იქნება სასასტუმრე ბიზნესის ადმინისტრირების, ისტორიული განვითარებისა და ცვლილებების, ასევე მისი განვითარების პერსპექტივები.
კურსი მოიცავს სასტუმროებისა და სტუმართმიღების კონცეფციას, პოლიტიკასა და სტრატეგიას. თანამედროვე ყველაზე მძლავრი სასტუმროთა ჯგუფებისა და ქსელების შესწავლას, საერთაშორისო ოპერაციებს სასტუმრო ბიზნესში. კურსში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასტუმროების მიერ შეთავაზებულ სერვისის ნაირსახეობების (სარესტორნე მომსახურების, კონგრესტურისტული ღონისძიებათა და სხვა) შესწავლას.
ამ კურსში სტუდენტებს მიეცემათ საშუალება შეისწავლონ ორგანიზაციული ქცევები, მომსახურე პერსონალის შერჩევისა და განლაგების წესების, ხელფასების ადმინისტრირება, დაქირავებული პერსონალის მოტივაცია, ტრენინგების ჩატარება მომსახურეობისა და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

კურსი მოიცავს ფინანსური ანალიზის შესწავლას, მოგებისა და ხარჯების მონიტორინგს, პროპორციათა ანალიზს, ფასების კონტროლს, ფასების დაწესების თეორიებსა და მეთოდებს ტურიზმის და სასტუმრო ბიზნესის ადმინისტრირების სტრატეგიების შემუშავების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.


TR 4112 ეკოლოგიური ტურიზმი
ეკოლოგიური ტურიზმის სასწალო კურსი მოიცავს ეკოლოგიური ტურიზმის ისტორიულ წინამძღვრებს, მის რესურსებს, დღევანდელ მდგომარეობას, პრობლემებს, განვითარების ფაქტორებსა და პერსპექტივებს. კურსი აგებულია ეკოტურიზმის მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე და მოიცავს მაგალითებს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ ეკოტურიზმის მსოფლიო პრაქტიკიდან. სასწავლო კურსის მიზანია ეკოტურიზმის - ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სახეობის საფუძვლების სწავლება, ტურიზმის მენეჯმენტის მომავალ სპეციალისტებში ეკოლოგიური მიდგომის პოზიციონირება. კურსში განხილული არის მსოფლიოსა და საქართველოს ბუნების შენარჩუნებისა და ეკოტურიზმის მიმართებები, ეკოტურისტული რესურსები, ეკოტურიზმის სახეობები (ქვეითი, ნატურალისტური მიზნის, ველოტურიზმი, საცხენოსნო, საჯომარდო, საზღვაო დაივინგი, სპელეოტურისტული, კანიონინგი), მსოფლიოს მთავარი ეკოტურისტული რეგიონები და ცენტრები, საქართველოს მნიშვნელოვანი ეკოტურისტული მარშრუტები, ეკოლოგიური ტურიზმის მენეჯმენტი, ეროვნული პარკები-როგორც ეკოლოგიური ტურიზმის ობიექტები, ეკოლოგიური ტურიზმის ეთიკა და უსაფრთხოება ეკოლოგიურ მარშრუტებზე.


 TR 4113 საერთაშორისო ტურიზმი და მსოფლიო ტურისტული ცენტრები
სტუდენტები გაეცნობიან მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და მასშტაბურ დარგს - საერთაშორისო ტურიზმს. გაეცნობიან მსოფლიოს უმთავრეს ტურისტულ ცენტრებს, საერთაშორისო ტურიზმში საფინანსო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითად მაჩვენებლებს, წესებსა და ჩვეულებებს. კურსი განიხილავს სერთაშორისო ტურიზმის თავისებურებებს, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარს, თეორიულ–ეკონომიკურ მაჩვენებლებს საერთაშორისო ტურიზმში, მიწოდებას განთავსების ბაზარზე, საჰაერო და სხვა სახის ტრანსპორტის როლს საერთაშორისო ტურიზმში და სხვა საკითხებს. აგრეთვე, მსოფლიოს ტურისტულ რეგიონებს, გენერატორ ქვეყნებს, როგორც საერთაშორისო ტურისტული ბაზრის ძირითად შემადგენელს, ტურისტული ნაკადების მიმღები ქვეყნებს და უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრებს.



TR 4211 ტურისტული სერვისის საფუძვლები
სერვისის პრინციპებისა და ტექნოლოგიის ათვისების გარეშე რთულია ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში პროფესიული წარმატების მიღწევა. ამიტომ „ტურისტული სერვისის“ სასწავლო კურსის წარმატებული ათვისება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ტურიზმის ბიზნესის სფეროში დასახელოვნებლად.
ტურიზმი, როგორც საქმიანობის დარგი, ძირითადად მომსახურების სფეროს განეკუთვნება. შესაბამისად, მომსახურების ხელოვნებას მთავარი ადგილი უჭირავს პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებში. კურსი მოიცავს მომსახურების ტექნოლოგიის ძირითად საკითხებს. სასწავლო კურსში თითოეული საკითხის შესწავლისას შეხამებულია თეორული და პრაქტიკული ნაწილები. სერვისში თანამედროვე სააზროვნო აპარატის ჩამოყალიბებაში მნივშნელოვანი როლი ეკისრება მაგალითებს მომსახურების პრაქტიკიდან. მოცემულია ძირითადი ტერმინები და ცნებათა განმარტებები.


TR 4212 საქართველოს ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა და ორგანიზაცია
სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს საქართველოს ანთროპოგენური და ბუნებრივი ტურისტული რესურსები, გააცნოს ტურისტული მარშრუტების დაგეგმვის პრინციპები. გამოუმუშაოს უნარი შექმნან ტურისტული პაკეტები საქართველოს ტერიტორიაზე ტურების განხორციელებისათვის. სტუდენტმა უნდა შეძლოს საჭირო ინფორმაციის მოპოვება თანამედროვე ელექტრონული საშუალებებით. შესაბამისი მასალის დოკუმენტირება და მოდელირება. სწავლებისას ძირითადი აქცენტი გადატანილია სასწავლო-საექსპედიციო მუშაობის მომზადებაზე როგორც სერვისულ ობიექტებზე (სასტუმრო, რესტორანი და სხვა), ასევე საქართველოს მთავარ მარშრუტებზე. სწავლების შედეგი უნდა იყოს კურსდამთავრებულთა მიერ ტურისტული პროდუქტის შექმნისა და მისი წარმატებით რეალიზაციის უნარი.


TR 4213 ტუროპერირება
ტუროპერირება ტურიზმის მენეჯმენტის საბაკალავრო სპეციალობის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ტუროპერირების სასწავლო კურსი გამიზნულია ტურიზმის იმ სფეროს თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების სწავლებაზე, რომელიც ემსახურება მოგზაურობისა და რეკრეაციის ორგანიზებას. კურსის თემატიკა ძირითადად მოიცავს ტუროპერირების ფუნქციებსა და ამოცანებს, საქმიანობის აღწერას, ტუროპერირების პაკეტის დახასიათებას,  პროგრამის მომზადებას, მომსახურების მომწოდებელთან კონტაქტის საკითხებს, კონტაქტს გამშვებ (Initiative) და მიმღებ (Receptive) ტუროპერატორებთან და ტუროპერატორის სამუშაო სქემის ორგანიზების პრინციპებს.

TR 4310 სპეციალურ ღონისძიებათა მენეჯმენტი

სპეციალურ ღონისძიებათა ადმინისტრირება ტურისტული მომსახურების მენეჯმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. კურსის საგანია ტურიზმში სპეციალურ ღონისძიებათა, - კონფერენციების, ბიზნეს-შეხვედრების, კონცერტების და ა.შ. ორგანიზაცია და მართვა. კურსში განხილულია: ღონისძიებათა ადმინისტრირების დაგეგმვა და ბიუჯეტის მომზადება, მართვის სფეროები: დრო, ადგილმდებარეობის შერჩევა, ტრანსპორტის უზრუნველყოფა, ღონისძიების ადგილის მომზადება, კვების საკითხების მოგვარება, კონტრაქტის საკითხები, დაზღვევის, ინფორმირების და სხვა საკითხები. შეხვედრების და სავაჭრო გამოფენების მენეჯმენტი ფართოდ მიმოიხილავს მნივშვნელოვანი შეხვედრებისა და სავაჭრო გამოფენების მენემჯენტს. ძირთიადი აქცენტი გადატანილია განრიგების შედგენაზე, თავად ორგანიზაციის სტრუქტურაზე, შეხვედრებისა და სავაჭრო გამოფენების მიზნებზე. აქვე განიხილება შეხვედრებისა და სავაჭრო გამოფენების მენეჯმენტის ეთიკური მხარეები.


TR 4113 ტურიზმის მენეჯმენტი
„ტურიზმის მენეჯმენტის“ კურსში განიხილება ტურისტული საქმიანობის მათვისა და ორგანიზაციის საკითხები. კერძოდ: ტურისტული მენეჯმენტის კონცეფცია, ტურისტული ბიზნესის თავისებურებები XXI საუკუნეში, მენეჯერის უფლება-მოვალეობები ტურიზმის სხვადასხვა დარგში, სამუშაოს აღწერილობა, აუცილებელი უნარ-ჩვევები (კომუნიკაბელობა, მობილობა და სხვა), საქმიანობის ძირითადი სფეროები: ბიზნეს-ვიზიტის დაგეგმვა და ჩატარების ტექნოლოგია, კონტრაქტის შედგენა, კლიენტთა მოთხოვნების სწორი კვალიფიკაცია, კომერციული საქმიანობის მართვის საკითხები, დროის მენეჯმენტი, გადაწყვეტილების მიღების მეთოდები და მოდელები, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი. სასტუმროს მენეჯმენტი ტურიზმის მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც მოიცავს სასტუმროს მენეჯმენტის ძირითად შემადგენელ მოვალეობებს, სასტუმროების ტიპების განვითარების ეტაპებს, მომსახურების სახეებს და ძირითად ფუნქციებს, მომავალი განვითარების შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია აგრეთვე საკვების გადამუშავების და მომსახურების მენეჯმენტი, რომლითაც სტუდენტები გაეცნობიან ხარისხიანი საკვები პროდუქციის დამუშავებისა და მომსახურების ძირითად პრინციპებს. აქცენტი გადატანილია კულინარიულ მეთოდებზე, ტერმინოლოგიებზე, მენიუს შედგენაზე, ფასების დაწესებაზე. აქვე ისწავლება მოწყობილობებთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარულ საკითხებთან და მოხმარებლის მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები. „ტურიზმის მენეჯმენტის“ კურსი ძირითადია ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალიზაციისათვის.


MK 4312 ტურიზმის მარკეტინგი
„ტურიზმის მარკეტინგის“ კურსში განიხილება ტურისტური ბაზარი, მისი სტრუქტურა და სახეები, მარკეტინგული კვლევის საკითხები ტურისტულ ბიზნესში, ტურიზმის სხვადსხვა სფეროში - ტუროპერეიტინგში, სასტუმროს ბიზნესში, საექსკურსიო მომსახურებაში. ძირითადი თემებია: მარკეტინგის როლი სტრატეგიულ დაგეგმვაში, ტურიზმის მარკეტინგული გარემო, სამომხმარებლო ბაზარი და მომხმარებლის მსყიდველობითი ქცევა, ბაზრის სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის განსაზღვრა და საქონლის პოზიციონირება, პროდუქტის (საქონლის) შემუშავება და მართვა, საქონლის წინწაწევა. სტუდენტები მიიღებენ საბაზისო ცოდნას ტურიზმის მარკეტინგის, როგორც ტურისტული ბიზნესის საკვანძო ელემენტის შესახებ. აითვისებენ მარკეტინგული კვლევის და საქმიანობის უნარ-ჩვევებს. 


ზოგადი განათლების სავალდებულო საგნები

SPCH 0007 ქართული წერისა და მეტყველების კულტურა
კურსი ორიენტირებულია აუმაღლოს სტუდენტს ქართულად წერისა და მეტყველების კულტურის დონე. პრაქტიკულ მეცადინეობებზე სტუდენტები შეასრულებენ სპეციალურ სავარჯიშოებს, რომლებიც ხელს უწყობს ზეპირი და წერითი მეტყველების დახვეწას; სტუდენტები შეისწავლიან საქმის ქაღალდების (CV-ის, განცხადებების, სმაოტივაციო წერილის...) შედგენას; გამოუმუშავდებათ აზრის მწყობრად, არგუმენტირებულად და ენობრივად გამართულად ჩამოყალიბების უნარი, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების უნარი, წერილობითი ნაშრომისა მომზადებისა და სათანადოდ გაფორმების უნარი. სტუდენტები მოაწყობენ პრეზენტაციებს, დისკუსიებს, რაც ხელს შეუწყობს საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.


GRMN / TURK / FREN 1110 გერმანული/თურქული/ფრანგული ენა - A1/0
GRMN / TURK / FREN 1210 გერმანული/თურქული/ფრანგული ენა - A1
სასწავლო კურსი ითვალისწინებს გერმანული/თურქული/ფრანგული ენის შესწავლას ნულოვანი დონიდან, სწრაფად პროგრესირების და ენის ფლობის შემდგომ დონეზე გადასვლის შესაძლებლობას. კურსის მიზანია განუვითაროს სტუდენტს წერის, კითხვის, მოსმენის და ელემენტალური საუბრის ჩვევები. ძირითადი ლექსიკური ერთეულების შესწავლა ხდება ყოფით და ინფორმაციული ხასიათის ტექსტებზე დაყრდნობით, დიდი ყურადღება ეთმობა ლექსიკის ათვისებას და მის გამოყენებას დიალოგურ მეტყველებაში. განსაკუთრებით აქტუალურია ფრაზების შედგენა.
კურსი ორიენტირებულია ენების საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით A1 დონის შესწავლაზე.


GRMN / TURK / FREN 2110 გერამანული/თურქული/ფრანგული ენა - A1 
GRMN / TURK / FREN 2210 გერამანული/თურქული/ფრანგული ენა - A2/0
კურსი ორიენტირებულია გერმანული/თურქული/ფრანგული ენის საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით A 2 დონის შესწავლაზე, რაც გულისხმობს აღნიშნულ ენაში უკვე შეძენილი ელემენტარული წერა-კითვისა და სამეტყველო უნარ-ჩვევების განმტკიცებას. გარდა ამისა, კურსი მოიცავს ინფორმაციას გერმანულენოვანი / თურქულენოვანი / ფრანგულენოვანი ქვეყნების კულტურისა და ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების შესახებ, რაც ბიზნესის სკოლის სტუდენტებს მისცემს ინტერკულტურულ გარემოში წარმატებული ორიენტაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
სტუდენტები სწავლობენ ისეთ თემებს, როგორიცაა: პირადი და პროფესიული ცხოვრება, მოგზაურობა, მედია. კურსი გულისხმობს მარტივი ლიტერატურული, ოფიციალური ტექსტების, განცხადებების კითხვას; აზრის წერილობით გადმოცემისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარებას.


GRMN / TURK / FREN 3110 გერამანული/თურქული/ფრანგული ენა - B1/0 
GRMN / TURK / FREN 3210 გერამანული/თურქული/ფრანგული ენა - B1 
მოცემული სალექციო კურსი წარმოადგენს მეორე უცხო ენის პრაქტიკული ექვსსემესტრიანი კურსის მეხუთე ეტაპს. ეს სემესტრი, ერთის მხრივ, ემსახურება გასული ეტაპების გავლის პერიოდში ჩამოყალიბებული პრაქტიკული თუ თეორიული უნარ-ჩვევების გამყარება-გაღრმავებას, მეორე მხრივ კი ქმნის საფუძველს რიგი კომპეტენციების შესაძენად, რომლებიც მომავალი ეკონომისტის პროფესიული აქტივობისთვის საჭირო სპეციფიურ ენობრივ მოთხოვნებზე იქნება ორიენტირებული. ზოგადი თვალსაზრისით, მოცემული კურსი ეხმიანება თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს - როდესაც ორი და მეტი უცხო ენის ფლობა სპეციალისტის კვალიფიციურობის განსაზღვრისას ერთ-ერთ საკვანძო პუნქტად მოიაზრება.
კურსის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში სტუდენტები შეძლებენ მოიპოვონ ევროპული საგანმანათლებლო სისტემის მიერ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც შეესაბამება ენის ცოდნის B1 საფეხურს.


MATH 1110 მათემატიკური ანალიზი I
შეისწავლება სიმრავლეთა თეორიის ელემენტები, მიმდევრობისა და ფუნქციის ზღვრები და მათი თვისებები, წრფივი მოდელები ეკონომიკაში და ფინანსური მათემატიკის ზოგიერთი საკითხი.


MATH 1210 მათემატიკური ანალიზი II
შეისწავლება ერთი ცვლადის ფუნქციის დიფერენცალური და ინტეგრალური აღრიცხვის საწყისები, ორი ცვლადის ფუნქციის გამოკვლევა უპირობო და პირობით ექსტრემუმზე, პირველი რიგის დიფერენციალურ განტოლებათა ინტეგრების უმარტივესი მეთოდები.


ENGL 1110 ინგლისური ენა 1 
ENGL 1210 ინგლისური ენა 2 

კურსი მოიცავს ორ ნაწილს: ზოგად და სპეციალურ-ბიზნეს ინგლისურს. ზოგადი კურსის თემატიკა მრავალფეროვანია და ფარავს თანამედროვე ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. წიგნი გაჯერებულია მოწინავე ინგლისური ენის ლექსიკით და გრამატიკით. გრამატიკული, ლექსიკური სავარჯიშოებით და აუდიო მასალებით. ბიზნეს ინგლისურის კურსი ასწავლის ბიზნესის ლექსიკას და ტერმინოლოგიას. ტექსტები აღებულია უახლესი ბიზნეს ჟურნალ-გაზეთებიდან და ეხება ბიზნესის და ეკონომიკის ყველა სფეროს. წიგნში მოცემული ქეისები აღებულია რეალური ბიზნეს საქმიანობებიდან და სტუდენტისაგან მოითხოვს მონაწილეობას აქტიური ლექსიკის გამოყენებით, კრიტიკულ აზროვნებას და პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალური გზის მონახვას.


ENGL 2110 ინგლისური ენა 3
ENGL 2210 ინგლისური ენა 4 
კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტს თანამედროვე ბიზნეს ტერმინოლოგია მოწინავე დონეზე რეალური საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობების აუდიტორიაში გადმოტანის საშუალებით; განუვითაროს სტუდენტს უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტის დამყარებისა და საკუთარი აზრის გადმოცემის უნარ - ჩვევები. სტუდენტმა უნდა შეძლოს გაეცნოს მისთვის საჭირო ლიტერატურას
და უცხოურ პრესას. სიტუაციური, ინტერაქტიური თამაშები, ქეისები და პრეზენტაციები ხელს უწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართვას დებატებში, მათი ინფორმატიულობის გაფართოებას და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებას, მათ ინტეგრაციას მიმდინარე გლობალურ პროცესებში.გზის მონახვას.


HIST 0003 საქართველოს ისტორია
საქართველოს ისტორიის სასწავლო კურსი მოიცავს ჩვენი სამშობლოს ისტორიას უძველესი დროიდან დღევანდელ პერიოდამდე.


CIS 1110 კომპიუტერული უნარები 1
თანამედროვე გარემო გაჯერებულია ციფრული ტექნოლოგიებით და ამ ტექნოლოგიების ტექნიკური და პროგრამული განვითარება ხდება მზარდი სიჩქარით. კურსი უზრუნველყოფს კომპიუტერული და საინფორმაციო ცნებების მიმოხილვას და ასევე ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას. სტუდენტს სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ გაიცნობს და თავისუფლად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მათ შორის დარგობრივ სფეროში; შეეძლება ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისება, ეცოდინება ტექნოლოგიების ისტორია, ტექნიკური აპარატი, ოპერაციული სისტემა, ინტერნეტი და საფოსტო პროგრამები


CIS 1210 კომპიუტერული უნარები 2
თანამედროვე გარემო გაჯერებულია ციფრული ტექნოლოგიებით და ამ ტექნოლოგიების ტექნიკური და პროგრამული განვითარება ხდება მზარდი სიჩქარით. კურსი უზრუნველყოფს კომპიუტერული და საინფორმაციო ცნებების მიმოხილვას და ასევე ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას. სტუდენტს სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ გაიცნობს და თავისუფლად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მათ შორის დარგობრივ სფეროში; შეეძლება ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისება, ეცოდინება საფოსტო პროგრამები MS Word–ი სრულყოფილად და MS Powerpoint-ი სრულყოფილად


CIS 2110 კომპიუტერული უნარები 3
თანამედროვე გარემო გაჯერებულია ციფრული ტექნოლოგიებით და ამ ტექნოლოგიების ტექნიკური და პროგრამული განვითარება ხდება მზარდი სიჩქარით. კურსი უზრუნველყოფს კომპიუტერული და საინფორმაციო ცნებების მიმოხილვას და ასევე ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას. სტუდენტს სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ გაიცნობს და თავისუფლად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მათ შორის დარგობრივ სფეროში; შეეძლება ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისება, ეცოდინება საფოსტო პროგრამა MS Excel–ი სრულყოფილად


CIS 2210 კომპიუტერული უნარები 4
თანამედროვე გარემო გაჯერებულია ციფრული ტექნოლოგიებით და ამ ტექნოლოგიების ტექნიკური და პროგრამული განვითარება ხდება მზარდი სიჩქარით. კურსი უზრუნველყოფს კომპიუტერული და საინფორმაციო ცნებების მიმოხილვას და ასევე ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას. სტუდენტს სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ გაიცნობს და თავისუფლად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მათ შორის დარგობრივ სფეროში; შეეძლება ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისება, ეცოდინება საფოსტო პროგრამები Microsoft Access, Microsoft Project, და სტატისტიკური პროგრამა SPSS


ზოგადი განათლების არჩევითი საგნები (ხუთი საგნიდან სტუდენტმა უნდა აირჩიოს მხოლოდ სამი, რომელსაც გაივლის პირველ სასწავლო წელს)

HIST 0001 მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია 

თანამედროვე ეტაპზე, როცა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გლობალური ურთიერთკავშირი, განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა მსოფლიო ისტორიის გააზრებამ და მასში ცალკეული ქვეყნების თუ ხალხების ადგილის განსაზღვრამ, ცივილიზაციური მოდელების შექმნამ, თუმცა უძველესი დროიდან საზოგადოების ინტელექტუალური მოთხოვნილება იყო საკუთარი განვითარების, ისტორიის წვდომა, გარდასულ ეპოქათა კულტურული შრეების შესწავლა. კაცობრიობის არსებობის მანძილზე ადამიანის მიერ შექმნილი სულიერი და ნივთიერი ღირებულებების ერთობლიობა წარმოადგენს ჩვენი Dშესწავლის საგანს.


PSYC 0006 შესავალი ფსიქოლოგიაში 
ეს არის შესავალი კურსი ფსიქოლოგიაში. ამ კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდებს, ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ პიროვნების ქცევაზე, პიროვნების ფსიქიკურ პროცესებზე და თვისებებზე; ასევე განვიხილავთ პიროვნების თეორიებს და სოციალური სიქოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სოციალური გავლენა, ჯგუფში მიმდინარე პროცესები, ჯგუფში გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა, ჯგუფის გავლენა საქმიანობის ეფექტურობაზე, სოციალური სიზარმაცე, პიროვნებათშორისი ურთიერთობებით გამოწვეული გავლენა: კონფორმულობა, დამთმობლობა, მორჩილება; აგრესიულობა, პროსოციალური ქცევა.


SOCI 0004 სოციოლოგია
კურსი მიმოიხილავს და ერთმანეთს ადარებს იმ მიდგომებს, რასაც საზოგადოებრივი აზრის კვლევის სხვადასხვა მეთოდი ეფუძნება. კურსის გავლის შედეგად სტუდენტები შეძლებენ კვლევის მიზნის ჩამოყალიბებას და კვლევის დაგეგმვას მის შესაბამისად და რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემთა შეგროვებასა და გაანალიზებას. ისინი ასევე შეძლებენ კვლევების შეფასებას მეთოდოლოგიური გამართულობის თვალსაზრისით. სტუდენტები გაიაზრებენ საზოგადოებივი აზრის კვლევის ეთიკურ შედეგებს.


PHIL 0005 ფილოსოფიის შესავალი (კრიტიკული აზროვნება)
სტუდენტებს უნდა გააჩნდეს კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც გულისხმობს მოვლენების სხვადასხვა ჭრილში დანახვის და შეფასების უნარს. ეს მათ დაეხმარება ობიექტური ანალიტიკური ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბებაში.


POLS 0002 პოლიტიკური მეცნიერების შესავალი
კურსი ითვალისწინებს ინფორმაციის მიწოდებას თანამედროვე პოლიტიკისა და პოლიტოლოგიის პრობლემების შესახებ. კურსი მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების რაობა, სისტემები და რეჟიმები, პოლიტიკური იდეოლოგიები, სახელმწიფო და სახელმწიფოს მართვის მექანიზმები, პოლიტიკური კულტურის, კომუნიკაციისა და ლეგიტიმურობის საკითხები. კურსი ასევე ითვალისწინებს ცოდნის მიცემას საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის წესრიგისა და გლობალიზაციის დინამიკის შესახებ, თანამედროვე პოლიტიკურ სისტემაში არსებული კომპლექსური პრობლემებისა და კონფლიქტის ანალიზისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სტუდენტების მომზადებას სამთავრობო, საერთაშორისო და პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის. კურსის გავლის შემდგომ სტუდენტს შეუძლია თანამედროვე პოლიტიკურ პრობლემებთან დაკავშირებული განსხვავებული კონცეფციების სინთეზირება და შეფასება, თანმიმდევრული პოლიტიკური არგუმენტაციისა და ანალიზის ჩამოყალიბება.


სპეციალობის საბაზისო საგნები

ACCT 2110 ფინანსური აღრიცხვა

ფინანსური აღრიცხვა წარმოადგენს ბიზნესის სასაუბრო ენას. ყველა ტიპის ორგანიზაცია, კერძო თუ სახელმწიფო, ფუნქციონირებს სწორედ ამ ენით, რომელიც საზოგადოდ მიღებულ პრინციპებს ეყრდნობა. 
საგანი განიხილავს ფინანსურ აღრიცხვას როგორც ბიზნეს საქმიანობის ანგარიშგების გზას. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ბუღალტერიის წესების შესწავლა. ფინასური აღრიცხვის პრინციპები ისწავლება ფინანსური უწყისების შექმნის და ანალიზის ბაზაზე. კურსის ძირითადი აქცენტი გადატანილია ფინანსური უწყისების შექმნის ცოდნაზე, რაც წარმოადგენს საბაზისო პროგრამას შემდგომში უწყისების კითხვის და ანალიზის შესასწავლად მომდევნო საფეხურის კურსის ფარგლებში. აღნიშნული საგანის გავლის შემდეგ, სტუდენტს შეეძლება ოთხივე ფინანსური უწყისის აგება და ბუღალტერიაში არსებული აღრიცხვის სხვადასხვა მეთოდების ცოდნა.


ACCT 2210 მენეჯერული აღრიცხვა
პროდუქციის ან სერვისის ზუსტი ღირებულების გამოანგარიშება ფასის განსაზღვრის გადაწყვეტილების მიღებისათვის, ნულოვანი მოგების წერტილის დადგენა, შესყიდვის თუ წარმოების გადაწყვეტილების მიღება, ხარჯების ზუსტი გადანაწილება დეპარტამენტებზე/განყოფილებებზე, შიდა ტრანსფერული ფასების დადგენა, ოპერაციული და ფინანსური ბერკეტულობის დადგენა და რისკიანობის განსაზღვრა და ა.შ.


ECON 2110 მიკროეკონომიკის საფუძვლები
მიკროეკონომიკა ხსნის იმას, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს და როგორია ეკონომიკურის სუბიექტების _ ცალკეული მომხმარებლებისა (საოჯახო მეურნეობები) და მწარმოებლების (ფირმები) ქცევა, რა პრინციპებით ხელმძღვანელობენ და რა სპეციფიკური სტიმულები (ინტერესები) აქვთ მათ; როგორ მყარდება ფასები სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე და ფასებიდან გამომდინარე, როგორ ხორციელდება რესურსების განაწილება.


ECON 2210 მაკროეკონომიკის საფუძვლები 
კურსი შეისწავლის მაკროეკონომიკის საფუძვლებს. იგი ცდილობს იმის ახსნას, თუ როგორ იცვლება ეკონომიკაში, როგორც ერთიან სისტემაში განვითარებული მოვლენები მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებში; რა მაჩვენებლებით იზომება ეკონომიკის სიჯანსაღე; რა განსაზღვრავს ქვეყნის ცხოვრების დონეს დროსა და სივცეში; რა როლს ასრულებენ ფინანსური ინსტიტუტები რესურსების განაწილებაში; რა გავლენა აქვს უმუშევრობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და როგორ ყალიბდება ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა.


BUSA 2110 ბიზნესის რეგულირებას სამართლებრივი საფუძვლები
ეს კურსი უზრუნველყოფს ბიზნესის სამართლის გარემოსა და იმ კომპონენტების შესწავლას, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ბიზნესის წარმოების პროცესში და განსაზღვრავენ ქცევის მარეგულირებელ წესებს. ამ ჭრილში განვიხილავთ სამართლის, კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სხვა უმნიშვნელოვანესი კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულებას. კურსი შეისწავლის ბიზნესის წარმოების სამართლებრივ გარემოს ქართულ სინამდვილეში, ასევე, გარკვეულ ინფორმაციას იძლევა აშშ-სთან და სხვა საზღვარგარეთის ქვეყნებთან მიმართებაში. კურსის უმთავრესი მიზანია განიხილოს და გაანალიზოს ბიზნესის გარემოს მარეგულირებელი ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა.  


MK 2210 მარკეტინგის საფუძვლები  
კურსი წარმოაჩენს მარკეტინგს, როგორც მენეჯმენტის პროცესს. მისი წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს უკეთესი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას, იმის გათვალისწინებით რომ ეცოდინება, თუ როგორ უნდა შეაფასოს გარემო, როგორ დაგეგმოს და წარმართოს მარკეტინგული ფუნქციები და განსაზღვროს, თუ რა ელემენტებია უფრო მნიშვნელოვანი მომხმარებლისათვის, როცა იღებს გადაწყვეტილებას რაიმე საქონლის შეძენასთან დაკავშირებით. საგანოი იხილავს ისეთე საკითხებს, როგორებიცაა მარკეტინგული ინფორმაციის მართვა, პროდუქტისა და მომსახურების კონცეფციების ჩამოყალიბება, მათი შემდგომი მართვა; ასევე გადაწყვეტილებები ფასთან, დისტრიბუციასთან და მარკეტინგულ კომუნიკაციასთან დაკავშირებით. კურსის გავლის დროს განიხილება თუ როგორ უნდა დალაგდეს საბაზრო ინფორმაცია და გადაწყვეტილებები სტრატეგიულ დაგეგმვაში რაც ეხმარება ორგანიზაციას კომერციული წარმატების მოპოვებაში.


MATH 2110 წრფივი ალგებრა
შეისწავლება ვექტორული ალგებრის ძირითადი ცნებები და განსაზღვრებები, მატრიცები და დეტერ-მინანტები, წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემის გამოკვლევა და ამოხსნა, ლეონტიევის დარგთაშორისი ეკონომიკური მოდელი, წრფივი დაპროგრამების ამოცანები და მათი ამოხსნის გეომეტრიული და ალგებრული მეთოდები.


BUSA 3110 ბიზნეს კომუნიკაცია
ბიზნეს კომუნიკაცია თანამედროვე საქმიან სამყაროში უაღრესად მნიშვნელოვანია ნებიმიერი სფეროს მუშაკისათვის ვინაიდან მათი საქმიანობის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოახერხებენ ისინი სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების მქონე ადამიანებთან ურთიერთობას.
შესაბამისად, კურსის მსვლელობისას სტუდენტები გაეცნობიან მრავალ ისეთ საკითხს (მაგალითად, შეხვედრების ჩატარება, დამარწმუნებელი წერა და საუბარი, კულტურათაშორისი კომუნიკაცია, მულტიკულტურული საზოგადოება, ანალიტიკური აზროვნება, ეთიკის ნორმების დაცვა, სამსახურებრივი გასაუბრებისათვის მომზადება და სხვა), რომელთა საფუძვლიანი ცოდნა მათ დაეხმარება უნივერსიტეტის საწავლო პროგრამით გათვალისწინებული სხვა საგნების (მაგ. Mმარკეტინგი, მენეჯმენტი) უკეთ გაგებასა და ათვისებაში. გარდა ამისა, კურსის მსვლელობისას აქტიურად ხდება ისეთი დამატებითი მასალების გამოყენება თემატიკიდან გამომდინარე, როგორიცაა, რეალური შეხვედრების ჩატარება, პრეზენტაციების მომზადება, ვიდეო დისკუსიებისა და განხილვების ყურება, სიმულაციების ჩატარება, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს თეორიული მასალის პრაქტიკულად გამოყენებაში.


IB 3110 საერთაშორისო ბიზნესი  
სასწავლო კურსის ძირითადი ამოცანებია:
საერთაშორისო ბიზნესის როლის განსაზღვრა თანამედროვე ეკონომიკაში, გლობალიზაციის, როგორც თანამედროვე ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალის განსაზღვრა; საგარეო ვაჭრობის თანამედროვე თეორიების გაცნობა და შესწავლა; საერთაშორისო საფინანსო ბაზრების ფუნქციონირების მექანიზმის შესწავლა; საერთაშორისო მონეტარული სისტემების შესწავლა; საქართველოს ადგილის შეფასება საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებში.



MGS 3110 მენეჯმენტის კონცეფცია, თეორია და პრაქტიკა
კურსი წარმოადგენს მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის საფუძვლებს და იხილავს მათ ზეგავლენას ორგანიზაციების წარმატებაზე, მათ პროდუქტიულობაზე და განვითარებაზე. თანამედროვე ორგანიზაციების სამუშაო გარემო, სტრუქტურა და ფუნქციები გაანალიზებულია სხვადასხვა დისციპლინის თვალსაზრისით. განიხილება მენეჯმენტის სხვადასხვა სკოლის იდეოლოგიები და მათი ეფექტი ორგანიზაციებში წარმატებულობისა და სწორი გადაწყვეილების მიღების უნარზე. ორგანიზაციული ანალიზი შემდეგი ჩარჩოს მიხედვით წარიმართება: 
• ორგანიზაციის ხელმძღვანელების ფუნქციები;
• ადამიანური ურთიერთობები;
• ორგანიზაციის ხელმძღვანელების სამუშაო გარემო.
მოცემული ჩარჩო ინტეგრირებულად განიხილავს სხვადასხვა კონცეფციას და პრაქტიკას, რომლების ცოდნაც აუცილებელია მენეჯერებისათვის მათი საქმიანობის წარმატებისთვის.
კურსი მხოლოდ ბიზნეს-ორგანიზაციების მენეჯმენტით არ შემოიფარგლება; ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე მართვის კონცეფციების გამოყენებაზე ყველა ტიპის ორგანიზაციაში და სხვადასხვა სფეროში, ორგანიზაციების ეფექტურობის განვითარების მიზნით.


STAT 3110 სტატისტიკის შესავალი კურსი
სტატისტიკის შესავალი კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ძირითადი ალბათურ-სტატისტიკური მოდელები, მათი გამოკვლევის მეთოდები და გამოყენებები ბიზნეს-საქმიანობაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.


FI 3110 კორპორაციული ფინანსები
კორპორაციული ფინანსების მთავარი ამოცანაა სტუდენტი გაათვითცნობიეროს ფინანსური ბაზრების, მათი მონაწილეების და ბიზნეს ერთეულების მართვის ტენოლოგიებში ფინანსური კუთხით. უფრო კონკრეტულად ეს საგანი ფარავს: ფინასური უწყისების ანალიზს, ფულის მოძრაობის ანალიზს, რისკსა და ამონაგებს შორის ურთიერთკავშირს, ფულის დროით ღირებულებას, ფინანსური ინსტრუმენტების ღირებულების შეფასებას, კაპიტალის ღირებულების გამოთვლასა და მის ბიუჯეტირებას. დღევანდელი ფინანსური ბაზრების კომპლექსურობიდან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ამ საგნის საფუძვლიანი მიწოდება სტუდენტზე, რათა მას სრულყოფილი საბაზისო ცოდნა შეექმნას მომდევნო საფეხურის კურსების დასაძლევად ფინანსების მიმართულებით.


STAT 3210 მონაცემთა ანალიზი და ბიზნესის მოდელირება
ეს კურსი არის წყარო ცოდნისა, რომლის საშუალებით სტუდენტი შემძლეა მონაცემები აქციოს კონკრეტულ ცოდნად, ოპტიმალურ გადაწყვეტილებად თუ შემაფასებელ წინადადებად.


MGS 3211 მენეჯერული უნარები და ლიდერობა 
კურსი ორიენტირებულია სტუდენტს შეასწავლოს სპეციფიკური მართვის თუ ლიდერობის საკითხები. კურსი მოიცავს, როგორც თეორიას, ისე პროცესებს და მეთოდოლოგიას. კურსში შედის პრაქტიკული სამუშაოები და თვითადმინისტრირებადი ტესტები. ეს კურსი სტუდენტებს გაუადვილებს ბიზნეს გარემოში ადგილის დამკვიდრებას და მისცემთ მას საშუალებას გახდნენ საუკეთესო მართვის უნარების მქონე ეფექტური ლიდერები.

> პროგრამა
პროგრამის ხელმძღვანელი