Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა ვალადოლიდის უნივერსიტეტში, ესპანეთი (Universidad de Valladolid, Spain), გაზაფხული 2020

10 September 2019

გაცნობებთ, რომ ვალადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid, Spain), აცხადებს 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისათვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

პროგრამის დასახელება

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

01/02/2020 – 30/06/2020

International Semester Program in Commerce

ინგლისური

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)  
  • ნიშნების ფურცელი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება  არ  შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადებირომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად.

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2019 წლის 10 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge  

 

 შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
  • შერჩეული კანდიდატების მიერ ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება და განაცხადის წარდგენა პარტნიორ უნივერსიტეტში;
  • პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი განაცხადის შეფასება;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.