ინჰას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

30 October 2019

29 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ინჰას უნივერსიტეტის(Inha University) გლობალური სწავლების ცენტრის დირექტორს, გაირათ მამადიევსა(Gayrat Mamadiye) და პროექტების მენეჯერს, ჩო ჯაილს(CHO, Jaeil) უმასპინძლა.

კორეის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კავკასიის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და და ეკონომიკის სკოლის დეკანებმა, აგრეთვე ბიზნესისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების პროგრამების დირექტორებმ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საგანმანათლებლო პროგრამები, აგრეთვე ისაუბრეს შესაძლო თანამშრომლობის დეტალებზე საინფრომაციო ტექნოლოგიების პროგრამის მიმართულებით, შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს სასწავლო სემესტრი კორეის წამყვან უნივერსიტეტში გაატარონ.