პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი გავლენიან ჟურნალში „BMC Psychology“ გამოქვეყნდა

10 June 2021

პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი Emotional intelligence: predictor of employees’ wellbeing, quality of patient care, and psychological empowerment („ემოციური ინტელექტი: თანამშრომელთა კეთილდღეობის პროგნოზირება, პაციენტებზე ზრუნვის ხარისხი და ფსიქოლოგიური მდგრადობა“) გამოქვეყნდა გავლენიან ბრიტანულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „BMC Psychology“.

 

ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, ციტირების ინდექსი - 2.4, ასევე Web of Science საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

ნაშრომი მომზადდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლასა და მელბურნის ლა ტრობეს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასთან (ავსტრალია) თანამშრომლობით. 

 

კვლევის აღწერა:

 

კვლევის მიზანი იყო ემოციური ინტელექტის გავლენის შესწავლა სამედიცინო პერსონალის კეთილდღეობასა და პროფესიულ განვითარებაზე, გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. კვლევამ აჩვენა, რომ ემოციური ინტელექტი გავლენას ახდენს სამედიცინო პერსონალის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე, კეთილდღეობასა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურება გაცილებით მაღალი ხარისხისაა.

 

სტატია იხილეთ ბმულზე 

 

სტატიის PDF ვერსია იხილეთ ბმულზე 

 

Karimi, L., Leggat, S.G., Bartram, T. Afshari, L., Sarkeshik, S., Verulava, T. Emotional intelligence: predictor of employees’ wellbeing, quality of patient care, and psychological empowerment. BMC Psychol 9, 93 (2021)