პროგრამის მიმოხილვა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების მაგისტრი  / პროფესია - დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი. 

 

სწავლის ხანგრძლივობა 5 წელი. ადგილების რაოდენობა - 30.

 

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული უნარის მქონე კონკურენტუნარიანი, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პოტენციალის მქონე წარმატებული სპეციალისტების მომზადება პედაგოგიკაში.

 

პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან: 

 

  1. თავისუფალი კომპონენტი (60 ECTS  კრედიტი), რომელიც მოცავს არჩევით საგნებს;
  2. საგნობრივი და მეთოდური მოდული (180 ECTS კრედიტი), რომელიც მოიცავს შემდეგ საგნობრივ ჯგუფებს: პროფესიული უნარები, 2. საზოგადოებრივი მეცნიერებები, 3. ბუნებისმეტყველება, 4. მათემატიკა, 5. ქართული ენა და ლიტერატურა.
  3. სასკოლო პრაქტიკა და პრაქტიკის კვლევა (60 ECTS კრედიტი), რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დამოუკიდებელ სასწავლო პრაქტიკას გაივლიან პარტნიორ სკოლებსა და არასმთავრობო ორგანიზაციებში - ყოველი კურსის მეორე სემესტრში საგნობრივი ჯგუფების შესაბამისი 5-5 კრედიტიანი დამოუკიდებელი სასკოლო პრაქტიკა, სულ 25 კრედიტი/625 საათი. ამის გარდა სტუდენტები გაივლიან 851 საათიან ჩაშენებულ სასკოლო პრაქტიკას, რამეთუ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, მომავალი მასწავლებლების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად კონვერტირების უზრუნველყოფა.

 

კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის ძირითადი უპირატესობებია:

 

  • პროგრამის სტრუქტურა და დიზაინი;
  • უნიკალური გამოცდილების პროფესიონალთა გუნდი;
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების გარანტიები;
  • კომფორტული, ინკლუზიური და თანამედროვედ აღჭურილი ფიზიკური გარემო;
  • სტუდენტის საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო და მართვის სისტემა.

 

პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივა

 

წარმატებული პედაგოგიური საქმიანობის გარდა, კუსდამთავრებულებს გექნებათ სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომ  იყოთ:

 

  • კვლევითი, სასწავლო რესურსების შექმნაზე ორიენტირებული და სხვადასხვა დამხმარე პროექტების ავტორი და/ან განმხორციელებელი;
  • საგანმანათლებლო ლიდერი, ჩართული სკოლის განვითარების და მართვის პროცესში, მათ შორის პედაგოგიური საბჭოს და სკოლის უმაღლესი თვითმმართველი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობის ჩათვლით;
  • საიმედო დასაყრდენი და პარტნიორი განათლების პოლიტიკისა და რეფორმების განსაზღვრისა და რეალიზების პროცესებში;
  • თანამონაწილე წიგნიერების თუ სხვა მიმართულებით განათლების სისტემის წარმატებული განვითარებისაკენ მიმართული საერთაშორისო პროცესების.

დასაქმების პერსპექტივა

 

თქვენ გექნებათ დასაქმების პერსპექტივა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში საქმიანობის ფართო პროფილით - I-VI კლასის დონეზე ნებისმიერი საგნის სწავლების შესაძლებლობა.