Create Freedom

ჩვენი სტარტაპი შეიქმნა იმ მიზნით, რომ დავეხმაროთ პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფ პირებს დასაქმებაში, როგორც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, აგრეთვე დაწესებულების დატოვების შემდგომაც. ჩვენი საწარმოს მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული ადამიანური რესურსი მიზნობრივად გამოვიყენოთ და მათთვის პროფესიული განათლების მიღების შედეგად შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს ყველაფერი შეუწყობს ხელს პატიმართა სოციალიზაციას, აღკვეთავს ეკონომიკური დანაშაულების რაოდენობას და პატიმართა პენიტენციალურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდსაც ნაყოფიერს გახდის. ჩვენი საწარმოს მიერ პატიმრები მიიღებენ პროფესიულ განათლებას და შეისწავლია კომპიუტერულ მხატვრობას, სამი დე მოდელირებას და გრაფიკას, რომელიც საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიებია დღესდღეობით. პატიმართა ამ კუთხით დასაქმება კი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება არა მარტო საპატიმრო დაწესებულებისთვის, არამედ ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გამოსწორებისათვის. პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებული ადამიანური და გონებრივი რესურსი ნაყოფიერადაა გამოყენებული მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში, რაც თავისთავად ნიშნავს ამ სფეროში დაგროვილ დადებით გამოცდილებას. ამ ეტაპზე გუნდი მაქსიმალურად ცდილობს ინვესტიციების მოზიდვას, რისთვისაც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში. სტარტაპმა მონაწილეობა მიიღო უზინგ იქსჩეინჯის პროგრამაში freelancer-ობის და დასაქმების თემაზე, ესპანეთსა და ლიტვაში, რაც კიდევ უფრო დაგვეხმარება სტარტაპის განვითარებაში. გუნდი მონაწილეობას იღებს საგრანტო კონკურსშიც, რომელშიც გადავედით მე2 ეტაპზე, სადაც გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ 40 000 ლარიანი დაფინანსება. ამ ყველაფერთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სამინისტროსთან და მენტორებთან, რათა დაგვეხმარონ პროექტის დროულად დანერგვაში პენიტენციალურ დაწესებულებაში.