ურთიერთკავშირის დადგენა საბანკო სექტორის ზრდასა და საქართველოს ეკონომიკურ ზრდას შორის (საერთაშორისო გამოცდილებისა და კვლევის საფუძველზე)

პროექტის ხელმძღვანელი დავით ასლანიშვილი, CSB, ასოცირებული პროფესორი

 

საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემაა მასშტაბური  დისპროპორცია საბანკო სექტორის წარმატებულ საქმიანობასა და ეკონომიკის რეალური სექტორის ხშირად წარუმატებელ განვითარებას შორის. კვლევაში დიდი ყურადღება დაეთმობა მოსახლეობის მოთხოვნის შესწავლას კრედიტებზე. ასევე, კვლევით შემოწმდება კორელაცია კრედიტებსა და მშპ-ს შორის. კვლევის შედეგად დადგინდება დადებითი ან უარყოფითი კორელაციური ურთიერკავშირები ფინანსურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის.