ფსიქიკური დარღვევების (ADHD) კომპლექსური კვლევა

პროექტის ხელმძღვანელი ირმა ხაჩიძე, CSH, პროფესორი

 

პროექტის მიზანია ADHD-ს კომპლექსური კვლევა  თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ფსიქოლოგიური  ტესტების/სავარჯიშოების გამოყენებით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობითა, და  ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერების მხარდაჭერით. აღნიშნული შიდა საუნივერსიტეტო პროექტი არის  ორი  მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ნაწილი. იგეგმება უცხოური პროექტების ფარგალში არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყენება და  შვედი და უკრაინელი კოლაბორანტების ჩართვა. დამატებით კონსულტანტების სახით ჩაერთვებიან წამყვანი მეცნიერები/ლექტორები კანადიდან და იაპონიიდან. ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური რესურსი კვლევას განსაკუთრებულ ინტერესს და აქტუალობას შესძენს და გაზრდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების საერთაშორისო კვლევითი პროდუქტიულობას.