მიმოხილვა

კორპორაციული ფინანსების კურსი მსმენელს აცნობს იმ ფინანსურ და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, რომლებსაც კომპანიის მმართველები კორპორაციული მიზნების მისაღწევად იღებენ. კორპორაციული ფინანსების წარმატებული და შედეგიანი მართვა ორგანიზაციის მიზნების განსახორციელებლად გულისხმობს რესურსებით უზრუნველყოფის დაგეგმვას და კონტროლს, ასევე, რესურსების განთავსებას და მათი შემდგომი გამოყენების კონტროლს. ფინანსური მენეჯერის ძირითადი ფუნქციაა - ოპტიმალურად განათავსოს ორგანიზაციის ხელმისაწვდომი რესურსები.

 

ტრენინგის მიზანი:           

კურსის მიზანია მსმენელს გააცნოს კორპორაციული ფინანსების ძირითადი კონცეფციები და მთავარი თემები, ასევე, საქმიანობები,  რომელიც უკავშირდება ფინანსების მართვას ორგანიზაციაში (კერძო/სახელმწიფო/არასამთავრობო), რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, ინვესტიციების მომგებიანობის რაოდენობრივ შეფასებას.

 

ტრენერი:             

მაია ბარამიძე. კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი