თემატიკა

პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:

 

მოდული #1. ქართული ბრენდის სასტუმროს განვითარების პერსპექტივა (გამოწვევები, შესაძლებლობები)

 

მოდულის თემატიკა:

  • სასტუმროს განვითარების ეტაპები
  • სასტუმროს ისტორია მსოფლიოში და საქართველოში
  • ტურიზმის ინდუსტრია, ზოგადი მიმონხილვა ქართული ბაზრის მაგალითზე
  • სასტუმროს ტიპები
  • საქართველოში არსებული სასტუმროების კლასიფიკაცია
  • ქართული სასტუმროების კონცეფცია
  • სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა
  • სასტუმროს დეპარტამენტების სამუშაო აღწერილობა
  • ადამიანური რესურსები სასტუმრო ბიზნესში
  • სასტუმროს გუნდის შექმნა და მოტივაცია
  • სტუმრის ტიპები სასტუმროში
  • სასტუმროს დაგეგმარება, არქიტექტურა და დიზაინი
  • სასტუმროს ეფექტური მართვა
  • ქართული ბრენდული სასტუმროს წარმატების გასაღები
  • ფრანჩაიზი ქართულ რეალობაში
  • სასტუმროს მარკეტინგი და გაყიდვები
  • ქართული სასტუმროს ბრენდის პოზიციონირება ბაზარზე

 

ტრენერი: ქეთევან ალიმბარაშვილი - დამოუკიდებელი კონსულტანტი სასტუმროების ბრენდის კონცეფციის შექმნისა და წინა მოსამზადებელი სამუშაოს მიმართულებით.

ხანგრძლივობა: 3 საათი (ერთი შეხვედრა)

 

მოდული #2. სასტუმროს მიღება-განთავსების და დაჯავშნის ოპერირება

 

მოდულის მიზანია მსმენელები გაეცნონ ამ სფეროში დაგროვილ თეორიულ ცოდნას, გაერკვნენ სასტუმროს მენეჯმენტის არსში, ფუნქციებში, მისი შესწავლის მეთოდოლოგიაში.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები);
  • განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი;
  • სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი;
  • სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები;
  • სასტუმრო ფასები და ფასთა პოლიტიკა;
  • ნაადრევი ჩამოსვლის და გვიან გაწერის პროცედურები;
  • სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ–ოფისი;
  • დაჯავშნა(დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები);
  • ჯავშვნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა;
  • სტუმრების რეგისტრაცია (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია);
  • პრობლემური სიტუაციები და მოგვარება;
  • სტუმართან ანგარიშსწორება (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები);
  • სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმართა ისტორიები).

ტრენერიდავით ჭავჭანიძე - მიღება-განთავსების და დასუფთავების დეპარტამენტების მენეჯერი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი"

ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

 

მოდული #3 დასუფთავების სამსახური (Housekeeping)

სასტუმროში დასუფთავების დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები. დასუფთავების სამსახურის ოპერირების პროცესი.

ტრენერიოქსანა ხოდინ - დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია (ქ. თბილისი)

ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)

 

მოდული #4. ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი კურსი

მოდულის თემატიკა:

  • HR მენეჯმენტი (კლასიკური და თანამედროვე მიდგომები);
  • HR ბიზნეს პარტნიორი;
  • ორგანიზაციული კულტურა, კომუნიკაცია;
  • ადამიანური რესურსების დაგეგმვა, მოზიდვა, შერჩევა, ადაპტაცია და შენარჩუნება;
  • ადამიანური რესურსების მართვა ორგანიზაციული ცვლილებების დროს;
  • კომპენსაციის მოდელები, სამოტივაციო სისტემები, სწავლება და განვითარება.

ტრენერი: ხათუნა ტუღუში - HR დირექტორის მოადგილე, „აჭარა ჯგუფი“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

 

მოდული #5. გაყიდვების მენეჯმენტი

გაყიდვების საფუძვლების შესწავლა, სასტუმრო ინდუსტრიაში მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით. 

მოდულის თემატიკა:

  • მარკეტინგის როლი სასტუმროს ბიზნესში;
  • პოზიციონირება და ბრენდინგი;
  • სასტუმროს მარკეტინგული გეგმა/ბიუჯეტი;
  • შიდა მარკეტინგი.

ტრენერი: მარიამ სეხნიაშვილი - კორპორატიული გაყიდვების კოორდინატორი, აჭარა ჯგუფი“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

ხანგრძლივობა: 15 საათი (5 შეხვედრა)

 

მოდული #6. ღონისძიებათა მენეჯმენტი

დამკვეთის მოთხოვნის გაანალიზება, ღონისძიების დაგეგმვა, ბიუჯეტის და შეთავაზების გაკეთება, ღონისძიების საოპერაციო ნაწილის მართვა. 

ტრენერი: ნინო პატარიძე - ღონისძიებების მენეჯერი, „აჭარა ჯგუფი“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)

 

მოდული #7. სასტუმროს უსაფრთხოება

  • უსაფრთხოება როგორც სასტუმროს მომსახურების შემადგენელი ნაწილი. სასტუმროს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და შინაგანაწესი.
  • კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმა. კრიზისული სიტუაციები
  • რისკის მენეჯმენტი და შრომის უსაფრთხოება. დანაკარგების თავიდან აცილება და ინციდენტების პრევენცია.

ტრენერი: გიორგი წნორიაშვილი უსაფრთხოების დაცვის უფროსი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი"

ხანგრძლივობა: 6 საათი (1 შეხვედრა)

 

მოდული #8. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი

მოდულის თემატიკა:

  • მენიუს შერჩევა ბაზრის მოთხოვნებისა და რესტორნის თემატიკის გათვალისწინებით;
  • საკვებისა და სასმელების ღირებულების განსაზღვრა;
  • სტანდარტული რეცეპტები;
  • ეფექტური კონტროლის სისტემის შემუშავება;
  • ფასების დაწესების სტრატეგიები;
  • პროდუქტის შესყიდვის, მიღების, შენახვის და მომზადების პროცედურები;
  • შრომის ღირებულების განსაზღვრა დარბაზისა და სამზარეულოს პერსონალისთვის;
  • ყოველი თვის ბოლოს პროდუქტის ნაშთების აღწერის პროცედურა.

ტრენერი: ბექა ძნელაძე შესყიდვების მენეჯერი, სასტუმრო „სტამბა“

ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)