აკადემიური თანამდებობები კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში

26 July 2019

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (CSH) აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობობების დასაკავებლად ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით.

 

ასოცირებული პროფესორი - 4 ვაკანტური ადგილი

 

ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი და დისციპლინის შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება და დისციპლინის შესაბამის სფეროში საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება.

  

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

კანდიდატების მიმართ წაყენებული  დამატებითი მოთხოვნა

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხისმგებლიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • სამართლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • მოსმენის უნარი;
  • კრეატიული;
  • მოტივირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  1. CV-რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  2. კურს(ებ)ის სილაბუს(ებ)ი;
  3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  4. განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები იმავე ან მომიჯნავე დარგში. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  დიპლომის ასლები;
  5. საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  6. სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
  7. საკანდიდატო/სადოქტორო და სამაგისტრო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
  8. სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 წლის მანძილზე არსებული მდგომარეობა).

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

  • კონკურსის გამოცხადების თარიღი: 26 ივლისი 2019 წ. 
  • საბუთების მიღება: 2019 წლის 26 აგვისტოდან - 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
  • კონკურსის ჩატარების პერიოდი 2019 წლის სექტემბრის პირველი სამუშაო კვირა.
  • კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 10 სექტემბერი.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!