ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

9 დეკემბერი 2019
9 დეკემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ჭავჭავაძის ცენტრის ღონისძიებას პროექტით "ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის".
 
 
პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 1957 წელს გადაღებული სიდნი ლუმეტის ფილმი - „12 განრისხებული მამაკაცი“. ღონისძიებაზე, ასევე მოხსენებით წარსდგებიან, ნოდარ ლადარია – მწერალი, დანტეს მთარგმნელი, აღმოსავლეთ-საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორი, ილიაუნის პროფესორი და ზაზა ბიბილაშვილი – ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, იურისტი და პუბლიცისტი.
 
 
ღონისძიება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 2-10 დეკემბრის კვირაში ტარდება.
 
 
2019 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე .