ბექა ადამაშვილი - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

3 თებერვალი 2021
3 თებერვალს, 18:00 საათზე, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტი CU კურსდამთავრებულს, მწერალ ბექა ადამაშვილს დისტანციურად უმასპინძლებს.
 
ავტორი, ონლაინ რეჟიმში, საკუთარი ნაწარმოებიდან „ამ რომანში ყველა კვდება" ამონარიდებს წაიკითხავს, რის შემდეგაც წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრებს და დამსწრეების შეკითხვებს უპასუხებს.
 
საქართველო ამ ღონისძიებას უკვე მეექვსედ უერთდება, მსოფლიოში მას ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
 
ღონისძიების ორგანიზატორია GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
 
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.