სამართლის სფეროს პროფესიონალები სხვადასხვა თემაზე ატარებენ ონლაინ ლექცია-დისკუსიებს, პრეზენტაცია-დისკუსიებს, სემინარებს რაც აბიტურიენტებისთვის სამართლის სფეროში აქტუალურ საკითხებზე ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობაა.
10 თებერვალი: თიკო ობოლაძე
კავკასიის სამართლის სკოლის საერთაშორისო და ადგილობრივი იმიტირებული პროცესების მწვრთნელი; საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს წარმომადგენლობის დეპარტამენტის იურისტი.
სემინარი თემებზე:
ა) კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა გუნდის მონაწილეობა საერთაშორისო და ეროვნულ შეჯიბრებებში
ბ) პრაქტიკული იურიდიული უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობები კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის
დრო - 16:00 სთ.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.