ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის

1 თებერვალი 2020

1-ლ თებერვალს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნეს ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის, თემებზე: „მარკეტინგმა რა ჰქნა?!“; „სტრატეგიის როლი ბიზნესში“ და „ბლოკჩეინი ფინანსებში“.

 

მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

ბიზნეს ვორკშოპში მონაწილეობისთვის, გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია 30 იანვრამდე.