CU მაგისტრატურა - ონლაინ პრეზენტაცია

28 აპრილი 2020

28 აპრილს  ჩატარდება ონლაინ პრეზენტაცია. დაინტერესებულ აპლიკანტებს ინდივიდუალურად მოგივათ შესაბამისი პროგრამის პრეზენტაციის ბმული. პრეზენტაცია ჩატარდება Zoom.us პლატფორმის მეშვეობით.

 

კავკასიის უნივერსიტეტი 2020-2021 აკადემიური წლისთვის, 15 სამაგისტრო პროგრამაზე აცხადებს მიღებას.


მაგისტრატურაში, შერჩეულ ნებისმიერ პროგრამაზე, სწავლის დაფინანსება, სახელმწიფო გრანტთან ერთად, შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.


CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:


1. თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;

2.  თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ 90 000 საგრანტო ქულაზე მეტს.


თუ ამ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ CU გრანტი.

 

შემოგვიერთდით და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამებსა და დაფინანსების შესაძლებლობებზე.

 

რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული

 

შეგახსენებთ, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 30 აპრილამდე გრძელდება.