კიბერუსაფრთხოების Cisco აკადემია ბავშვებისთვის

21 ნოემბერი 2022

დაიწყო მონაწილეების შერჩევა საბავშვო უნივერსიტეტის პროექტში „კიბერუსაფრთხოების Cisco აკადემია ბავშვებისთვის”.

 

პროექტის მიზანია საქართველოში კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ქსელების და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებების განვითარება, როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო კუთხით; ეროვნული კიბერშესაძლებლობების გაძლიერება, კიბერ უსაფრთხოების სამეცნიერო მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება.

 

Cisco აკადემიის ფარგლებში, მსმენელები შეისწავლიან კომპიუტერულ ქსელებს, ქსელურ უსაფრთხოებას, კომპიუტერულ მათემატიკას, კიბერ უსაფრთხოებას, Python პროგრამირებას, კრიპტოგრაფიას.

 

პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

მსმენელებად მიიღებიან სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეები. (მე-10, მე-11. მე-12 კლასი)

 

მონაწილეობა Cisco აკადემიაში არის უფასო.

 

მსურველებს შეუძლიათ შეავსონ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა. გთხოვთ, პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ყურადღება მიაქციოთ სამოტივაციო წერილის ველს, სადაც უნდა ჩაიწეროს მაქსიმუმ 100 სიტყვით ის, თუ რატომ გნებავთ პროექტში ჩართვა და რატომ უნდა იყოთ არჩეული.

 

რეგისტრაცია მოქმედებს 17 ნოემბრის ჩათვლით!

 

არჩეულ კანდიდატს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 19 ნოემბრისა.

 

Cisco აკადემიის მეცადინეობები ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტში 21 ნოემბრიდან  21 დეკემბრის ჩათვლით.