Erasmus + ის გაცვლით პროგრამა, გაზაფხულის სემესტრი

27 დეკემბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალისთვის საკონკურსო განაცხადების მიღებას 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი/მობილობა არის ერთ კვირიანი, მოიცავს 5 სამუშაო დღეს. ვიზიტის პროგრამა შემუშავდება ინდივიდუალურად, პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კანდიდატურის ნომინაციის მიღების შემდგომ.

 

2020 წლის გაზაფხულის სემესტრში ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  • LCC International University, Lithuania
  • University of Alcala, Spain
  • Budapest Metropolitan University, Hungary
  • Frederick University, Cyprus
  • Afyon Kocatepe University, Turkey

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლია:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებულ პერსონალს

 

კონკურსში მონაწილეობის მიზნებისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • EUROPASS CV
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი.

 

       არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2020 წლის 20 იანვრის  ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს  უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს განაცხადს, თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ Erasmus+ მობილობის პროგრამით;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს გასაუბრება ან ტესტირება ინგლისურ ენაში;
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება; 
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლო შერჩევა მოხდება  მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

გისურვებთ წარმატებას!