1-ელ დეკემბერს, 15:00 სთ-ზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“ ,ჟურნალისტ ნიკო ნერგაძის და ქართული ფილოლოგიის სტუდენტის ლევან კაკლიანის სალონური საუბრები გაიმართება.
შეხვედრის თემა: “რა წავიკითხო?! რას მოვუსმინო?!”
შეხვედრაზე,ასევე განხილული იქნება:
- თანამედროვე ლიტერატურის არსი;
- რა არის მწერლობის მთავარი ფუნქცია;
- რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები და შემდეგ დაუსრულებლად ვისაუბროთ ამაზე;
- რა არის ფიქცია? - იოკო ოგავას, ჯონ სტაინბეკის, დევიდ ფონკინოსისა და პატი სმიტის განსხვავებული სიტყვა, და მაინც - რა არის გემოვნებიანი ლიტერატურა?!
- რა არის მუსიკის არსი;
- როდის დაიბადა პირველი მელოდია;
- რას მოვუსმინოთ დღეს;
- მუსიკის დანიშნულება ჩვენს ურთიერთობებში, და მაინც რა არის გემოვნებიანი მუსიკა?!
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე