სტრატეგიული კომუნიკაციების სასერტიფიკატო პროგრამის პირველი ლექცია

1 მარტი 2021

1-ელ მარტს, 18:00 საათზე, კავკასიის კომუნიკაციების ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების სასერტიფიკატო პროგრამის პირველი ლექცია გაიმართება. 

 

CU კომუნიკაციების ცენტრის კურსი მორგებულია თანამედროვე ქართული და დასავლური ბაზრის მოთხოვნებს, ორიენტირებულია კომპლექსური ცოდნის შეძენა/გაღრმავების და პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაზე. 

 

კავკასიის კომუნიკაციების ცენტრი შეიქმნა 2020 წელს, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე. ცენტრის შექმნის მიზანია კომუნიკაციის სფეროში საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, უახლეს მიდგომებზე დაფუძნებული პლატფორმების შესწავლა-შეთავაზება, სტრატეგიების, ტექნოლოგიების შემუშავება, ადაპტირება და დანერგვა.

 

სტრატეგიული კომუნიკაციების სასერტიფიკატო პროგრამა ერთ-ერთი პროექტია აკადემიური მიმართულებით. 

 

სალექციო კურსის გამართვის განრიგი :

 

  • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
  • ხანგრძლივობა - 3 თვე  


დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ აქ.