საინფორმაციო შეხვედრა - ქალები მომავლისთვის

12 ნოემბერი 2018

13 ნოემბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამოტივაციო საჯარო ლექცია გაიმართება.

 

ლექციაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ წარმატებული ბიზნესლიდერი ქალების პირადი ისტორიები და გამოცდილებები, ასევე მიიღონ რჩევები თუ როგორ უნდა დაიწყონ და წარმართონ საკუთარი კარიერა.

 

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ხელს უწყობს საქართველოში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმულირებასა და განხორციელებას. ფედერაციის მიზანი, საქართველოში ეკონომიკის განვითარების პროცესში ქალთა როლის გაძლიერება და მათი ეკონომიკური ხელშეწყობაა.

 

სპიკერი - ქეთი ქვარცხავა, იურისტი

 

ლექციაზე დასწრების მსურველებმა გაიარეთ ონლიან რეგისტრაცია