პროექტის შესახებ

                                      

 

უნივერისტეტების როლი რეგიონალური განვითარების საქმეში/ RURD

 

პროექტის მიზანია მეტად რელევანტური გახადოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი მათი თემებისა და იმ რეგიონებისთვის, რომლებშიც მდებარეობენ.

 

მიღწევის გზები: 

 

  • რეგიონის უნივერსიტეტების მისიის, ხედვის და სტრატეგიული განვითარების გეგმების შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება მათ SWOT ანალიზსა და ადგილობრივ საჭიროებებზე. მათ შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და სოციალური პარტნიორები;
  • თანამშრომლობის გაძლიერება უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის;
  • ქართული უნივერსიტეტების მართვის სტრუქტურების გაუმჯობესება და მოდერნიზაცია და მათი ადმინისტრაციული სტრუქტურების ევროპულ უნივერსიტეტების ანალოგიურ სტრუქტურებთან შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის პარტნიორების საუკეთესო პრაქტიკის მოძიებისა და გაზიარების გზით.

 

პროექტის ხანგრძლივობა: 24 თვე.