პროექტის შესახებ

 

 

 

„ევროინტეგრაციის შესახებ სწავლების ხელშეწყობა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში“ (PROTEIG) Grant Agreement N 2016-2392/001

 

პროექტის მიზანია გაზარდოს ევროკავშირთან დაკავშირებული საგნების სწავლების ხარისხი საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში.

 

ჟან მონეს კათედრის საპროექტო წინადადების კონკრეტული მიზნებია:

 

  • ევროკავშირთან დაკავშირებული ოთხი საგნების განვითარება და საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამაში ინტეგრირება კავკასიის უნივერსიტეტში;
  • საქართველო-ევროკავშირის საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკის საკითხებზე დიალოგის ინიცირება პოლიტიკაზე მომუშავე პირებსა და სტუდენტებს შორის;
  • ევროკავშირთან დაკავშირებით კვლევისა და დებატების ხელშეწყობა, მათ შორის ჟან მონეს პროფესორის პუბლიკაციების მეშვეობით;
  • ახალგაზრდების ჩართვა ევროკავშირის ინტეგრაციასთან დაკავშირებულ დებატებში ყოველწლიური კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზების მეშვეობით.

 

პროექტის ხელმძღვანელია ჟან მონეს პროფესორი,  სერგი კაპანაძე.