28-31 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) ჟან მონეს კათედრა (Jean Monnet Chair) გთავაზობთ პროექტის: „ევროინტეგრაციის შესახებ სწავლების ხელშეწყობა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში“ საზაფხულო სკოლას:
თემაზე: „ევროკავშირი: მიმდინარე საკითხები და პოლიტიკა“
საზაფხულო სკოლას გაუძღვება სერგი კაპანაძე (PHD), ჟან მონეს პროფესორი და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებებში საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელი და მთავარი მომლაპარაკებლის მოადგილე (2011-2012 წლები). სასწავლო დღისწესრიგი მოიცავს ევროკავშირის და ევროინტეგრაციის შესახებ ყველა ფუნდამენტურ საკითხს. სწავლების ფორმა არის ინტერაქციული და მოიცავს სიმულაციურ თამაშს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორმაციო ბროშურა