Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისათვის თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში, საბერძნეთი, 2021 გაზაფხული

30 ოქტომბერი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, არისტოტელეს თესალონიკის უნივერსიტეტში, საბერძნეთი, Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისათვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

2021 წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა მობილობა დაგეგმილია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადემიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა/ დოქტორანტურა

1 სემესტრი

Law, Economics, Political Sciences, Journalism and Mass Communication, Psychology

ინგლისური

 

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება  არ  შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი / დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • სამაგისტრო პროგრამის პირველი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2020 წლის 10 ნოემბრის  ჩათვლით შემდეგ  მისამართზე: ir@cu.edu.ge 

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა პროგრამაში მონაწილეობის დედლაინის ამოწურვამდე.

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • შერჩეული კანდიდატების ნომინირება არისტოტელეს თესალონიკის უნივერსიტეტის ონ-ლაინ პლათფორმის მეშვეობით;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება. 

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.