ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას WSET level 2 -ის კურსზე.

22 ოქტომბერი 2021

WSET-ის (Wine and Spirits Education Trust) სერტიფიკატი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციაა და შექმნილია ალკოჰოლური სასმელების როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე – დამწყებებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმაონ ცოდნა ალკოჰოლური სასმელების შესახებ.

 

WSET level 2- ის გავლისთვის, 1-ლი დონის სერტიფიკატი სავალდებულო არ არის.

 

WSET level 2- ის კურსდამთავრებულებს ცოდნა ექნებათ შემდეგ სფეროებში:

 

– მსოფლიო ღვინოები, ძირითადი რეგიონები და ვაზის ჯიშები;

– ღვინის დეგუსტაციის საერთაშორისო სტანდარტი;

– ღვინის სერვირების საერთაშორისო სტანდარტი;

– ღვინის ბიზნესი და მარკეტინგი;

– ენოგასტრონომიული შეხამების საერთაშორისო სტანდარტი;

 

კურსის ღირებულებაში შედის:

 

– WSET -ის სასწავლო მასალა (კურსის სახელმძღვანელო, სასწავლო მეგზური და სადეგუსტაციო ფურცელი)

– ღვინოები (WSET 2 – 30-35 ღვინო)

– კურსის სწავლების ღირებულება

– საგამოცდო ფურცელი

– ოფიციალური სერტიფიკატი და WSET -ის სამკერდე ნიშანი.

– დღგ 18%

 

იმ შემთხვევაში, თუ გავლილი გაქვთ WSET Level 2 კურსი, მხოლოდ გამოცდაზე დასწრების ღირებულებაა 500 ლარი.

 

კურსი გათვლილია მომავალი სომელიეებისთვის, ღვინის წარმოების, გაყიდვების, სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებისა და ენთუზიასტებისთვის, რომელთაც სურთ, უფრო სტრუქტურულად შეისწავლონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

 

კურსზე მსმენელი შეისწავლის მევენახეობა-მეღვინეობის საკითხებს, იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებენ ღვინის ხარისხზე. ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მეღვინეობის რეგიონები, ვაზის ჯიშები, ღვინოები და მათი მახასიათებელი არომატები.

კურსის განმავლობაში ყოველდღიურად ჩატარდება დეგუსტაციები.

 

კურსის ბოლოს ჩატარდება თეორიული გამოცდა, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი და WSET level 2-ის სამკერდე ნიშანი 

კურსის განრიგი:

19, 22, 24, 26 ნოემბერი, 12:00 – 18:00 საათი

29 ნოემბერი გამოცდის იმიტაცია, 12:00 – 16:00 საათი

6 დეკემბერი გამოცდა, 12:00- 13:00 საათი

დარეგისტრირდით ბმულზე 29 ოქტომბრამდე და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ.

კურსის ღირებულებაა 600 ევროს ეკვივალენტი ლარში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნესტან მიქაძე

ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა - Khetsuriani Sommelier and Wine School

მობ: +995 557908884

ელ.ფოსტა: nestan.mikadze@khetsuriani.com

 
მაია მუშკუდიანი

ტელ: (+995 32) 2 37 77 77 (434)

მობ.: 599 19 59 56

ელ.ფოსტა: mmushkudiani@cu.edu.ge