პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

25 ივლისი 2019

25-26 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს პირველ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე:

 

„გაზრდილი ტრანსპარენტულობა და ფინანსური ინფორმაციულობა: ახალი შესაძლებლობები აკადემიური სექტორისა და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობისთვის“

 

ღონისძიების მიზანია საქართველოში ინფორმაციულობის ახალი პლატფორმის არსებობის კვალობაზე საფუძველი ჩაუყაროს სამეცნიერო წრისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოში მიმდინარე ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმის გასაანალიზებლად, შეგიძლიათ იხილოთ ბმული.

 

ღონისძიება დაფინანსებულია შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზების 2019 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში და მხარდაჭერილია ფინანსთა სამინისტროს ბუღალტერიის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ. ღონისძიებას დაესწრებიან ქართული და უცხოური აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და სხვა დაინტერესებული მხარეები (საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს სტატისტიკის სამსახური, საქართველოს საფონდო ბირჟა, სხვა).

 

კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა პლენარული სტუმრების მოხსენებებსა და პანელის დისკუსიას სტუმრებსა და აუდიტორიას შორის. ხოლო მეორე დღე დაეთმობა საკონფერენციო სტატიების წარდგენას მაგისტრანტების, დოქტორანტების, ახალგაზრდა და გამოცდილი მეცნიერების მხრიდან. დაახლოებით 8 სამეცნიერო სტატია შეირჩევა პრეზენტაციისა და ონლაინ გამოცემისთვის. პოტენციური თემატიკები ფარავს, თუმცა არაა შეზღუდული შემდეგი მიმართულებებით:

 

  • ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმა საქართველოში;
  • ბუღალტერიისა და აუდიტის პროფესია;
  • ინფორმაციის როლი ფინანსებში;
  • ინფორმაციის ასიმეტრიულობა;
  • კაპიტალის ბაზრის კვლევა;
  • რისკთან დაკავშირებული საკითხები;
  • ფინანსური ინფორმაციის ხარისხი;
  • აუდიტის ხარისხი;
  • საერთაშორისო ფინანსური სტანდარტების შემოღება;
  • საპენსიო რეფორმა საქართველოში და სხვა.

 

გამორჩეული სტატიის ავტორი დაჯილდოვდება.

 

კონფერენციაზე დასწრებისა და სტატიების წარდგენის მსურველებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე. აბსტრაქტების/სრული სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ივლისი. ადრეულ განაცხადებს მიენიჭება უპირატესობა.

 

სამუშაო ენა: ინგლისური (ქართული ენის დაშვების უფლებით).