სტუდენტთა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

13 აპრილი 2021

გაცნობებთ, რომ 17 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობს სტუდენტთა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.

 

კონფერენციის სამუშაო თემატიკებია:


- საზღვაოსნო მეცნიერებები;
- ლოგისტიკა;
- ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ბიზნესის ადმინისტრირება.

მნიშვნელოვანი თარიღები:


- 07 მაისი, 2021 - აბსტრაქტის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
-10 მაისი, 2021 - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ;
-14 მაისი, 2021 - სრული ნაშრომის გაგზავნის ბოლო ვადა;

 

აბსტრაქტი და სრული ნაშრომი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: studconference@bntu.edu.ge

 

ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება ონლაინ-რეჟიმში. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები. 


მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, 30 აპრილამდე გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციაზე რეგისტრაციისა და მასში მონაწილეობის შესახებ, გთხოვთ, იხილეთ თანდართულ ფაილში, ეწვიეთ ოფიციალურ Facebook გვერდს ან დაუკავშირდით საკონტაქტო პირს (გიორგი გაბედავა, ტელ: +995 571 71 17 18; ელ-ფოსტა: g.gabedava@bntu.edu.ge).

 

წარმატებას გისურვებთ!