იდეების ფორუმი 2021

26 მარტი 2021

კაუნას გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის ხელოვნებისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს მონაწილეთა მიღებას მე-18 საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის „იდეების ფორუმი 2021“-ის (Forum Of Ideas) ფარგლებში.

 

კონფერენცია გაიმართება მიმდინარე წლის 22 აპრილს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების მეცნიერული და სახელოვნებო უნარების განვითარებას, ცოდნისა და იდეების გაცვლას გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროებში.

 

კონფერენციის მიმართულებებია:

 

  • კრეატიულობის გამოხატვა დიზაინისა და ხელოვნების მეშვეობით;
  • ხელოვნების ესთეტიკისა და ფილოსოფიის ასპექტები;
  • წინა-სასკოლო განათლების პრობლემები;
  • ლინგვისტიკის, თარგმნის და ენის სწავლა/სწავლების აქტუალობა;
  • მიღწევები ტექნოლოგიებსა და ბიზნესში;
  • ვირტუალური სახელოვნებო გამოფენების კრეატიული ძიება და აღმოჩენები.

 

კონფერენციის საინსტრუქციო ენა არის ინგლისური და ლიტვური. თითოეული პრეზენტაციის ხანგრძლივობა არის მაქსიმუმ 15 წუთი.

 

ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი თარიღები და მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული დეტალები, გთხოვთ, იხილეთ ბმულზე.

 

მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.

 

დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, იხილეთ ფორუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

 

წარმატებას გისურვებთ!