მიღების პროცედურა

ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, საერთაშორისო სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 

CU–ს სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახური ერთი კვირის განმავლობაში აფასებს წარდგენილი განაცხადის ფორმებს სხვა დამხმარე დოკუმენტებთან ერთად და გამოსცემს წინასწარი ჩარიცხვის წერილს.

 

სტუდენტმა ან მისმა  წარმომადგენელმა (მინდობილობის საფუძველზე) წინასწარი ჩარიცხვის წერილი დამატებით დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული .ცენტრი და განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთი თვის ვადაში განიხილავენ დოკუმენტებს, აღნიშნულის საფუძველზე მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე სტუდენტის  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე