ჰონგკონგის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

27 აგვისტო 2019

26 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ჰონგკონგის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამებს, აგრეთვე იმ შესაძლებლობებს, რასაც უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს.

 

ასევე გაიმართა შეხვედრა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან, შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო მოხსენებას საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ, შეხვედრის მიწურულს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.