იტალიელი პროფესორების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

5 ივლისი 2019
4 ივლისს, კავკასიის სამართლის სკოლამ იტალიის უნივერსიტეტების პროფესორებს, ფედერიკა დე რობერტისა (Prof. Federica De Robertis) და ანდრეა ბორონის (Prof. Dr. Andrea Borroni) უმასპინძლა.
 
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის სამართლის სკოლის დეკანთან, სოფო შენგელიასთან, სამართლის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელთან ვახტანგ ზაალიშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები. ისაუბრეს სამართლის სკოლაში არსებული პროგრამების შესახებ და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია.
 

საგულისხმოა, რომ  შეხვედრის მიწურულს მხარეებმა გამოხატეს საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა და საზაფხულო სკოლების ერთობლივად განხორციელების სურვილი.