ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება Arise Medical Academy-სთან

4 აგვისტო 2020
28 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და Aris Medical Academy-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გულისხმობს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის ინდოელი სტუდენტებისთვის აკადემიური მხარდაჭერის გაწევას.
 
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის ინდოელი სტუდენტები ვალდებულნი არიან ჩააბარონ FMGE/MCI გამოცდები იმისათვის, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, პრაქტიკის გავლა ინდოეთში შეძლონ. სამედიცინო აკადემია სტუდენტებს გამოცდებისთვის შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფით მოამზადებს.
 
ტრენინგ პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამის კურიკულუმის შესაბამისად შემუშავდება. ტრენინგები განხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში.