სახელმწიფო მართვის სკოლის, სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ასმათ ნასყიდაშვილის მობილობა რედბაუდის უნივერსიტეტში

9 ივლისი 2019

1-ელ, 5 ივლისს, ევროკომისიის დაფინანსებადი პროგრამის (Erasmus+ Mobility program) ფარგლებში, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლისა და რედბაუდის უნივერსიტეტს, ჰოლანდია (Radboud University, Netherlands) შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოქმედებს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის, სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ასმათ ნასყიდაშვილმა მონაწილეობა მიიღო 1 კვირიან საზაფხულო სკოლაში (Radboud Summer School) და დაესწრო სალექციო კურსს - „აკადემიური წერის უნარების სრულყოფა “.

 

სალექციო კურსის მიზანი იყო სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის, წერის უნარების ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება. ლექციები მოიცავდა წერის პროცესისთვის დამახასიათებელი ელემენტების შესახებ ვრცელ მასალასა და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს. მსოფლიოს 24 ქვეყნის წარმომადგენელი აქტიურად უზიარებდა ერთმანეთს გამოცდილებას სხვადასხვა დისციპლინაში აპრობირებული აკადემიური წერის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

რედბაუდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა არის მნიშვნელოვანი გამოცდილება მულტიკულტურულ გარემოში ცოდნის გაზიარებისა და ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარებისთვის.