GITA-ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დაიწყო

21 თებერვალი 2024

დაიწყო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება, რომლის მიზანია საქართველოში, გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პოტენციალის მქონე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების შექმნის სტიმულირება.

 

21 თებერვალს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება  150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა.

 

შეხვედრის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია საგრანტო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ.

 

შეხვედრა გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრში (D32).

 

პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.