საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

20 იანვარი 2021

20 იანვარს, აბიტურიენტებისთვის გაიმართება ონლაინ შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების დეკანებთან.

 

აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრას, დეკანებისგან მიიღონ ინფორმაცია სასურველი საბაკალავრო პროგრამის და მისი სტრუქტურის შესახებ და დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 

რეგისტრაცია გაიარეთ მითითებულ ბმულზე. დარეგისტრირებულ პირებს, შეხვედრის ბმული წინასწარ გაეგზავნებათ.

 

ასევე შეგიძლიათ გაწევრიანდეთ CU აბიტურიენტების Facebook ჯგუფშიც.