ონლაინ ლექციების კურსი: „ჰუმანური პედაგოგიკის შესავალი“

26 იანვარი 2021

26 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით, კავკასიის განათლების სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ამონაშვილის აკადემიასთან პარტნიორობით, ჩატარდება ონლაინ ლექციების კურსი: „ჰუმანური პედაგოგიკის შესავალი“.

 

ონლაინ შეხვედრები პედაგოგიკის პროგრამის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, დასწრება შეუძლიათ მოქმედ პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.


ონლაინ ლექციებს გაუძღვებიან: შალვა ამონაშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და პაატა ამონაშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი.

 

ლექციები ჩატარდება 2 თემატური ჯგუფის სახით:

 

  1. «ამონაშვილის გაკვეთილები»

 

26 იანვარი - ლექცია 1. რა არის ჰუმანური პედაგოგიკა?

27 იანვარი - ლექცია 2. რა არის თანხმობის ფსიქოლოგია?

2 თებერვალი - ლექცია 3. ბავშვი ოჯახში და ბავშვი სკოლაში

3 თებერვალი - ლექცია 4. დისტანციური, ანუ ონლაინ სწავლება

 

  1. ჰუმანური პედაგოგიკის პრაქტიკა

 

8 თებერვალი - ლექცია 5. ბავშვები თანამედროვე სამყაროში - პედაგოგიკის გამოწვევები.

9 თებერვალი - ლექცია 6. ჰუმანური პედაგოგიკის მასწავლებელი.

 

სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • ჰუმანური პედაგოგიკის მეოთხე განზომილება;
  • ჰუმანური პედაგოგიკის სემანტიკა;
  • თანხმობის ფსიქოლოგია – ჰუმანური პედაგოგიკის საფუძველი (განვითარება; დიდობისა და
    თავისუფლების მოთხოვნილება);
  • სულიერი ერთობის კანონი ჰუმანურ პედაგოგიურ პროცესში;
  • ჰუმანური პედაგოგიკის საგანმანათლებლო მეთოდები.

 
ლექციები ჩატარდება 19:00-დან 21:00 საათამდე, ზუმის პლატფორმაზე, მონაწილეებს ექნებათ კითხვების დასმის საშუალება.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.