ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეული

13 მაისი 2022

16-20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულთან  დაკავშირებით გაიმართება სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები, რომელთა მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.

 

ასევე, უნივერსიტეტში მოეწყობა საინფორმაციო კუთხე, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ თემატურ საინფორმაციო მასალებს.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში გაიმართება შემდეგი აქტივობები:

16 მაისს, 14:00 საათზე, A8 აუდიტორიაში, ფილმის ჩვენება მოეწყობა, დასასრულს კი, დისკუსია, რომლის მოდერატორიც, ფსიქოლოგი რუსუდან ზაალიშვილი იქნება.

 

18:00 საათზე, უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში "ლიბრარეა" გაიმართება შეხვედრა ფსიქოლოგ, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის - „კამარა“ - დამფუძნებელთან და კავკასიის უნივერსიტეტის კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან, ნათია ფანჯიკიძესთან. შეხვედრის თემატიკა: ცოტა რამ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, კლინიკური არტთერაპია, დანიშნულება და შესაძლებლობები, პოეზისი, გაუცხოების ეფექტი. ღონისძიება წარიმართება არაფორმალურ გარემოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში.

17 მაისს, 11:00 საათზე, უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ლიბრარეა“ - პრეზენტაციას ჩაატარებს ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი-წერეთელი, თემაზე - „პანდემიის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“, უახლესი კვლევების პრეზენტაცია და დისკუსია.

19 მაისს, 16:00 საათზე, უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ლიბრარეა“ - გაიმართება შეხვედრა კრიზისული ინტერვენციის სპეციალისტთან, ფსიქოლოგ - მარიამ ალანიასთან, თემაზე - „ომი და მისი გავლენა ახალგაზრდების ფსიქიკაზე“. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულს კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნავს  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში. პროექტის  მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და ყურადღების გამახვილება სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.

 

ღონისძიებებზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე