Sales: The skill Behind Many International Careers

2 მარტი 2026

2 მარტს, 16:00 საათზე, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი გიწვევთ ღია ლექციაზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ გეროიდ კოქსს (Gearoid Cox), საერთაშორისო კომპანია SalesPipeline-ის დამფუძნებელს. SalesPipeline-ი სტარტაპებსა და მზარდ კომპანიებს, გაყიდვების გუნდების ფორმირებასა და მართვაში ეხმარება. 

 

გეროიდი გაგიზიარებთ ცოდნას, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიის - გაყიდვების, შესახებ. 

 

ლექციაზე განვიხილავთ:

 

  • როგორ მუშაობს გაყიდვები და მარკეტინგი საერთაშორისო კომპანიებში 
  • რატომ არის გაყიდვები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი გლობალურ ბაზარზე
  • როგორ დაიწყო კარიერა ამ სფეროში და იმუშაო უცხოურ კომპანიებთან.

 

დაესწარი, თუ გინდა:

 

  • მიიღო პრაქტიკული გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა 
  • გაიგო, რა კარიერული გზები არსებობს გაყიდვების მიმართულებით
  • ისწავლო, როგორ გამოიყენო გაყიდვები, როგორც მთავარი ინსტრუმენტი სტარტაპებისა და გლობალური პროექტების სამართავად.

 

ლექციის ფორმატი:

 

  • ხანგრძლივობა: 2 სთ
  • ენა: ინგლისური
  • ვიწვევთ: სტუდენტებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს 

 

შეხვედრა გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტში, A5 აუდიტორიაში. 

 

სარეგისტრაციო ბმული.