პროექტის შესახებ

 

 

ევროპული სწავლების სამკუთხედი (TEESS)

 

პროექტის მიზანია ევროპული სწავლების საუნივერსიტეტო გამოცდილების გაზიარება დევნილებითა და ეთნიკური უმცირესობებითა დასახლებული რეგიონების სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის, მათი ოჯახებისათვის;  ცნობიერების ამაღლება ევროპული ინტეგრაციის, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ ევროპისმცოდნეობის  საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და  ჩართულობით.

 

  • პროექტით გათვალისწინებული აქტივობებია:
  • სამუშაო შეხვედრა/სემინარები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში; 
  • მრგვალი მაგიდა მასწავლებელთათვის ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით;
  • კონკურსი მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის;
  • შეხვედრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში საგნობრივი სტანდარტის განვითარების თვალსაზრისით;
  • ევროინტეგრაციის კუთხით სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს შემუშავება ოთხ ენაზე.

 

პროექტს ხელმძღვანელობენ კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე და კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ქარდავა.