სტრატეგიული კომუნიკაციების სასერტიფიკატო პროგრამა კავკასიის კომუნიკაციის ცენტრში

2 ნოემბერი 2020

2 ნოემბერს, კავკასიის კომუნიკაციის ცენტრი იწყებს სტრატეგიული კომუნიკაციების სასერტიფიკატო პროგრამას.

 

ტრენინგი ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 19:00-22:00 საათებში, 3 თვის განმავლობაში ჩატარდება.

 

კავკასიის კომუნიკაციის ცენტრი შეიქმნა 2020 წელს, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე. ცენტრის შექმნის მიზანია კომუნიკაციის სფეროში საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, უახლეს მიდგომებზე დაფუძნებული პლატფორმების შესწავლა-შეთავაზება, სტრატეგიების, ტექნოლოგიების შემუშავება, ადაპტირება და დანერგვა.

 

სტრატეგიული კომუნიკაციების სასერტიფიკატო პროგრამა ერთ-ერთი პროექტია აკადემიური მიმართულებით.

 

კურსის დასრულებისას გაიცემა კავკასიის კომუნიკაციების ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.