მობილობა 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

1 აგვისტო 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის.

 

პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge

 

  • მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge;
  • რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 31 ივლისიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე; 
  • ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2019 წლის 26 აგვისტო.

 
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2377777, ან იხილეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდი:

 

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია - 26 აგვისტო- 2 სექტემბერი; უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება, აღიარებული კრედიტების გაცნობა და  წერილობითი განცხადებით დადასტურება – 3-9 სექტემბერი; მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 16 სექტემბერი.

  

საჭირო საბუთებია:  

 

  1. განცხადება
  2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  3. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  4. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  6. წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
  7. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  9. ცნობა სახელმწიფო გრანტის მინიჭების შესახებ, რომელიც უნდა აიღოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ფანჯიკიძის #1ა (ყოფილი ბუდაპეშტი), ტელ.: 032 2 220 220, ელ. ფოსტა:info@emis.ge