თილანსერი

თილანსერი არის მასწავლებლებისა და მოსწავლეების დამაკავშირებელი პლატფორმა.

 

თილანსერის მიზანია მოსწავლეებისა და კერძო მასწავლებლების  ერთმანეთთან დაკავშირება მათზე მორგებული ტექნიკური ინსტრუმენტების საშუალებით. მომხმარებელი მარტივად უთითებს საძიებო სისტემის შესაბამის ველში თავის ინტერესებს, რის მიხედვითაც პროგრამა სთავაზობს მასწავლებლების ჩამონათვალს მისთვის საინტერესო დარგში/დარგებში.

 

ყოველთვის იყო მასწავლებლების მოძიების, კომპეტენტურობის დონის დადგენისა და შემდგომში დაკავშირების პრობლემა, რაც ნეგატიურად აისახებოდა მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობაზე, შესაბამისად გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო ვებსაიტი, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ საშუალება შეერჩიათ საუკეთესო მასწავლებლები. მიმდინარეობს 6 თვიანი აქტიური მუშაობა პროექტის განვითარებაზე და შეიქმნა პროტოტიპი, რომელიც დღემდე გადის ბაზრის ვალიდაციას.

 

Tlancer.net