ესტონეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა

6 აპრილი 2021

გაცნობებთ, რომ მობილობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა აპლიკანტების მიღება ესტონეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად. 

 

მობილობის პროგრამის მიზანია სწავლების, კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა. პროგრამა განკუთვნილია პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ლექტორის, უფროსი და უმცროსი მკვლევარებისა და ასისტენ-პროფესორებისათვის.

 

მობილობის პროგრამა შეიძლება იყოს გრძელვადიანი (1-10 თვემდე) და მოკლევადიანი (1- 9 დღე). მოკლევადიანი პროგრამის შემთხვევაში სასტიპენდიო გრანტი განისაზღვრება დღეში 45 ევროს ოდენობით, ხოლო გრძელვადიანი პროგრამის შემთხვევაში - 660 ევროს ოდენობით.

 

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

 

რეგისტრაცია გაიაროთ ვებ-გვერდზე და შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა.

აკადემიური CV;

მასპინძელი უნივერსიტეტის მოწვევის წერილი, რომელიც მოიცავს ესტონეთში საქმიანობის ხარგრძლივობას.

 

ესტონეთის უნივერსიტეტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

აპლიკაციების წარდგენის დედლაინია 2021 წლის 1 მაისი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს და დანართ ფაილს.

 

საკონტაქტო პირი - Education and Youth Board, grant coordinator: Liis Uulman, liis.uulman@harno.ee

 

წარმატებას გისურვებთ!