სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა

25 მარტი 2021

გაცნობებთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აცხადებს აპლიკანტების მიღებას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2021/2022 აკადემიური წლის საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის.  შერჩეული კანდიდატები მიიღებენ გამოცდილებას სლოვაკეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ორგანიზაციებში.

 

პროგრამა დაფინანასებულია სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კვლევისა და სპორტის სამინისტოს მიერ.

 

მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა შეუძლია:

 

  • მაგისტრატურის სტუდენტებს;
  • საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს (მესამე კურსის მეორე/მესამე სემესტრის და მეოთხე კურსის სტუდენტები);
  • სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს,
  • უნივერსიტეტის ლექტორებს,
  • მკვლევარებს;
  • ხელოვანებს.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით. 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის, დამატებით უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია

 

  1. სამოტივაციო წერილი;
  2. CV;
  3. სარეკომენდაციო წერილები;
  4. მოწვევის წერილი;
  5. პუბლიკაციების ჩამონათვალი;
  6. გეგმა (Program of The Stay).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილეთ დანართი პროგრამის შესახებ, ეწვიეთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

 

წარმატებას გისურვებთ!