პროგრამის სტრუქტურა

პროგრამა არის 300 ECTS კრედიტიანი, რომელიც განაწილებულია 10 სემესტრზე და ყოველი სემესტრი მოიცავს 30 ECTS კრედიტს.

 

შესაბამისად, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 5 წელს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. სემესტრი მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდების ჩატარებისა და დამატებით გამოცდებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს. აკადემიური წელი არის სემესტრების ერთობლიობა და მათ შორის დასვნების პერიოდი.

 

1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკუმი და სხვა), ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ საათს).

 

პროფესიისათვის განსაზღვრულ აუცილებელ კომპონენტს ეთმობა 240 ECTS კრედიტი, მათ შორის 180 ECTS კრედიტი ზოგადი განათლების  დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი  ჯგუფის საგნობრივ და მეთოდურ  მოდულს, 60  ECTS კრედიტი სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს. ხოლო თავისუფალი კომპონენტის მიდულს და არჩევით საგნებს 60 ECTS კრედიტი, 20 ECTS კრედიტი - ინგლისურ ენას, 20 ECTS კრედიტი - დარგობრივ და პროფესიულ-სავალდებულო საგნებს. დარჩენილი 20 ECTS კრედიტი სტუდენტმა უნდა დააგროვოს არჩევითი კრედიტების სახით, რომელიც შეუძლია ამოირჩიოს 45 ECTS კრედიტიდან.

 

სასწავლო გეგმით გათვალისწინებული 300 ECTS კრედიტის ფარგლებში, სტუდენტს ასევე აქვს შესაძლებლობა მაქსიმუმ 20 ECTS კრედიტი (არჩევითი სტატუსის მქონე საგნების ჩანაცვლების ხარჯზე), აითვისოს თავისუფალი კრედიტებით.

 

იხილეთ პროგრამა