რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა
კავკასიის უნივერსტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლამ საქართველოში პირველმა დაიწყო ზრუნვა ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე მმართველების მომზადებაზე.
- კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს, ჯანდაცვის სექტორში არსებული ინსიტიტუციების მართვასა და ლიდერობაში, ფინანსირება-ბიუჯეტირებაში, ჯანდაცვის გლობარულ და ეროვნული პოლიტიკაში
- ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს კარგად ეცოდინება ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ჯანდაცვის სფეროს კვლევის ძირითადი მეთოდები
- ჩვენს მიერ შემუშავებული სამაგისტრო პროგრამა იზიარებს ევროპისა და აშშ წამყვანი უნივერსტეტების, პროგრამების მოთხოვნებს და დარგის სტანდარტებს. პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და ნერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს
- კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლას, ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში
პროგრამის ხანგრძლივობა
მინიმუმ 2 წელი, მაქსიმუმ 4 წელი
იხილეთ სამაგისტრო პროგრამის ბროშურა.