პროგრამის მიმოხილვა

საგანმანათლებლო საფეხური –  საბაკალავრო
მისანიჭებელი ხარისხი – არქიტექტურის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა – 240 ECTS
დაშვების წინაპირობა – ერთიანი ეროვნული გამოცდები
პროგრამის დასრულების ვადა – 8 (რვა) აკადემიური სემესტრი

 

რას გთავაზობთ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა?

 

პროგრამის მიზანია, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დონის არქიტექტურის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტის მომზადება. სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურის საფუძვლებს, დაპროექტების ძირითადი პრინციპებსა და მეთოდებს, პროექტირების და მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებს.

 

პროგრამაში გათვალისწინებული საბაზისო საგნები სახვით ხელოვნებაში, ხაზვაში, ფიზიკაში, მათემატიკასა და კომპიუტერულ პროგრამებში, რაც იძლევა მყარ საფუძველს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის დაგეგმარების, ლანდშაფტური არქიტექტურის, კომპიუტერული გრაფიკის და სპეციალობის სხვა საგნების ათვისებისთვის. ამასთანავე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი საუნივერსიტეტო და მენეჯერული მეცნიერების საგნები ხელს უწყობს სტუდენტის ინტელექტის ამაღლებას და თვალსაწიერის გაფართოებას.

 

უცხო ენა

 

პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტს ღრმად შეასწავლოს ინგლისური ენა, რა მიზნითაც  პროგრამაში გათვალისწინებულია ინგლისური ენის ინტენსიური კურსი.
 

სპეციალობის პროექტი

 

პროგრამის ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სპეციალობის პროექტი. სპეციალობის პროექტი გულისხმობს სტუდენტის მიერ რეალური არქიტექტურული პროექტის შექმნას და მის საბოლოო პრეზენტაციას. წარმატების უზრუნველყოფის მიზნით პროექტის შექმნის თითოეულ ეტაპზე სტუდენტები მიიღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს ლექტორებისაგან.

 

პროფესიული კარიერა:

სტაჟირება და დასაქმება

 

პროგრამის სტრუქტურა სტუდენტებს საშუალებას აძლევს პროგრამის დასრულებამდე დაიწყონ ზრუნვა პროფესიულ კარიერაზე და დასაქმდნენ მე-3 ან მე-4 კურსიდან. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში ან დაიწყონ სამსახური კავკასიის უნივერსიტეტის დასაქმების სამსახურის დახმარებით.

 
პროფესიული შესაძლებლობები

 

არქიტექტურის ბაკალავრებს აქვთ საკმაოდ ფართო დასაქმების პერსპექტივები, კერძოდ კი  შესაძლებლობა დასაქმდნენ არქიტექტურულ და საკონსტრუქტორო სახელოსნოებში, სამშენებლო კონპანიებში, საპროექტო და დიზაინ–სტუდიებში.